1765608177
რა გაიაფდა მარტში
2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა. ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მარტში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაცია 0.01% იყო.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა მარტში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4%-ს შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური მაჩვენებელი 2.3%-ით განისაზღვრა.
მონაცემების მიხედვით, ფასები შემცირებულია ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში, კერძოდ, 1.5%-ით, რაც -0.15 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასების კლება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (-2.4 პროცენტი) ქვეჯგუფზე.
უფრო დეტალურად, რა გაიაფდა მარტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ათეული ასეთია:
🔵 ანტიბიოტიკები - 39%
🔵 წიწიბურა - 37%
🔵 კარტოფილი - 35%
🔵 მზესუმზირის ზეთი - 30%
🔵 ხახვი - 28,3%
🔵 საშინაო ფეხსაცმელი კაცის - 24%
🔵 მარგარინი - 21,5%
🔵 ქალის ზამთრის ფეხსაცმელი - 21%
🔵 ტელევიზორი - 20,5%
🔵 კომპიუტერი - 19%.



