1764658492
რა ღირს დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში?
ეროვნული ბანკის მიერ 3 დეკემბერს დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7010 ლარი, ხოლო ევროს კურსი 3.1496 ლარია.
გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.
ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:
ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7020 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.6980 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 3.1500 ლარად, გაყიდვა კი 3.1400 ლარად შეუძლიათ.
ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7040 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6960 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს - 3.1530 ლარად, ხოლო გაყიდვა - 3.1350 ლარად შეუძლიათ.
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს - 2.7040 ლარად, გაყიდვა კი - 2.6970 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 3.1550 ლარად, გაყიდვას კი - 3.1400 ლარად შეძლებენ.
თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7000 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6750 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 3.1550 ლარად, გაყიდვა კი 3.1200 ლარად შეუძლიათ.



