1769505079
რა ღირს დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში?
ეროვნული ბანკის მიერ 28 იანვრის დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6927 ლარი, ხოლო ევროს კურსი 3.2277 ლარია.
გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.
ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:
ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.6930 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.6870 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 3.2250 ლარად, გაყიდვა კი 3.2150 ლარად შეუძლიათ.
ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.6930 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6880 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს - 3.2250 ლარად, ხოლო გაყიდვა - 3.2150 ლარად შეუძლიათ.
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს - 2.6910 ლარად, გაყიდვა კი - 2.6880 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 3.2300 ლარად, გაყიდვას კი - 3.2170 ლარად შეძლებენ.
თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.6950 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6700 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 3.2300 ლარად, გაყიდვა კი 3.1700 ლარად შეუძლიათ.



