რა ღირს დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში?

ვალუტის კურსი

ეროვნული ბანკის მიერ 29 იანვრის დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6922 ლარი, ხოლო ევროს კურსი 3.2166 ლარია.

გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.

ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:

ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.6900 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.6870 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 3.2200 ლარად, გაყიდვა კი 3.2010 ლარად შეუძლიათ.

ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.6920 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6880 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს - 3.2150 ლარად, ხოლო გაყიდვა - 3.1820 ლარად შეუძლიათ.

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს - 2.6910 ლარად, გაყიდვა კი - 2.6870 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 3.2250 ლარად, გაყიდვას კი - 3.2100 ლარად შეძლებენ.

თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.6930 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6650 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 3.2200 ლარად, გაყიდვა კი 3.1700 ლარად შეუძლიათ.