1769949913
რა ღირს დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში?
ეროვნული ბანკის მიერ 30 იანვრის დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6908 ლარი, ხოლო ევროს კურსი 3.2088 ლარია.
გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.
ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:
ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.6900 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.6880 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 3.2100 ლარად, გაყიდვა კი 3.1800 ლარად შეუძლიათ.
ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.6910 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6860 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს - 3.1950 ლარად, ხოლო გაყიდვა - 3.1750 ლარად შეუძლიათ.
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს - 2.6900 ლარად, გაყიდვა კი - 2.6850 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 3.1980 ლარად, გაყიდვას კი - 3.1800 ლარად შეძლებენ.
თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.6900 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6600 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 3.1900 ლარად, გაყიდვა კი 3.1500 ლარად შეუძლიათ.



