რა ღირს დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში?

ვალუტის კურსი

ეროვნული ბანკის მიერ 2 თებერვლის დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6902 ლარი, ხოლო ევროს კურსი 3.1903 ლარია.

გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.

ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:

ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.6900 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.6850 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 3.1800 ლარად, გაყიდვა კი 3.1700 ლარად შეუძლიათ.

ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.6910 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6860 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს - 3.1750 ლარად, ხოლო გაყიდვა - 3.1510 ლარად შეუძლიათ.

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს - 2.6900 ლარად, გაყიდვა კი - 2.6850 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 3.1850 ლარად, გაყიდვას კი - 3.1700 ლარად შეძლებენ.

თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.6900 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6600 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 3.1800 ლარად, გაყიდვა კი 3.1400 ლარად შეუძლიათ.