რა ღირს ერთი გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში

ოქრო და ვერცხლი

საქართველოში ოქროს ფასი მცირედით გაიაფდა.. ამ დროისთვის თბილისის ოქროს ბირჟაზე 999-სინჯიანი 1 გრამი ოქრო 366 ლარი ღირს, 750-სინჯიანი - 274 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი 1 გრამი ოქროს ფასი 214 ლარია.

რაც შეეხება ვერცხლს, 800 სინჯის 1 გრამი ვერცხლი 3.72 ლარი ღირს, ხოლო 999 სინჯის - 4.65 ლარი.

მსოფლიო ბირჟებზე კი ერთი უნცია ოქრო, თბილისის დროით 12:30 საათისთვის, 4 036 დოლარი ღირს, რაც ერთდღიან პერიოდში 0.59%-ით დაკლებული ფასია. 2.53%-ით არის დაკლებული ვერცხლის ფასი, ამ დროისთვის ერთი უნცია ბირჟებზე 49.29 დოლარი ღირს.