რა ღირს ერთი გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში

ოქრო და ვერცხლი

საქართველოში ოქროს ფასი უმნიშვნელოდ შემცირდა. ამ დროისთვის თბილისის ოქროს ბირჟაზე 999-სინჯიანი 1 გრამი ოქრო 385 ლარი ღირს, 750-სინჯიანი - 289 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი 1 გრამი ოქროს ფასი 225 ლარია.

იკლო ვერცხლის ღირებულებამაც. კერძოდ, 800 სინჯის 1 გრამი ვერცხლი 4.65 ლარი ღირს, ხოლო 999 სინჯის - 5.82 ლარი.

მსოფლიო ბირჟებზე კი ერთი უნცია ოქრო, თბილისის დროით 12:30 საათისთვის, 4 278 დოლარი ღირს, რაც ერთდღიან პერიოდში 0.63%-ით დაკლებული ფასია. 0.78%-ით არის შემცირებული ვერცხლის ფასი, ამ დროისთვის ერთი უნცია ბირჟებზე 62.99 დოლარი ღირს.