რა ღირს ერთი გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში

ოქრო და ვერცხლი

მსოფლიოში ოქროს ფასზე მცირე კლება დაფიქსირდა. GoldPrice-ის მონაცემებით, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 5 157 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 3.20%-ით კლებაზე მიუთითებს. რაც შეეხება ვერცხლს, ამ მომენტისთვის 1 უნცია 106 დოლარი ღირს, რაც ერთ დღიან ჭრილში 6.76%-ით მომატებული ფასია.

რაც შეეხება ფასებს საქართველოში. 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი 481 ლარია, 750-სინჯიანი - 361 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ოქროს ფასი 281 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება ვერცხლის ღირებულებას, 999-სინჯიანი 1 გრამის ფასი 10.77 ლარია, ხოლო 800-სინჯიანი 1 გრამი ვერცხლის შეძენა 8.61 ლარად არის შესაძლებელი.