რა ღირს ოქრო და ვერცხლი მსოფლიო ბირჟებსა და საქართველოში

ოქრო და ვერცხლი

მსოფლიო ბირჟებზე ერთი უნცია ოქრო, თბილისის დროით 12:30 საათისთვის, 4 013 დოლარი ღირს, რაც ერთდღიან პერიოდში 0.73%-ით გაზრდილი ფასია. 1.03%-ით არის მომატებული ვერცხლის ფასი, ამ დროისთვის ერთი უნცია ბირჟებზე 48.71 დოლარი ღირს.

რაც შეეხება საქართველოს, ამ დროისთვის თბილისის ოქროს ბირჟაზე 999-სინჯიანი 1 გრამი ოქრო 356 ლარი ღირს, 750-სინჯიანი - 267 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი 1 გრამი ოქროს ფასი 208 ლარია.

რაც შეეხება ვერცხლს, 800 სინჯის 1 გრამი ვერცხლი 3.49 ლარი ღირს, ხოლო 999 სინჯის - 4.36 ლარი.