რა ღირს Scorpions-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთები

Scorpions-ის ბილეთები

Scorpions-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ხვალ 10:00 საათიდან BSA.ge-სა და TKT.ge-ზე დაიწყება. BSA.ge-ზე მხოლოდ Star Ring-ის ბილეთებს შეიძენთ, TKT.ge-ზე კი ნებისმიერ კატეგორიას.

Black Sea Arena-ს ინფორმაციით ბილეთის ფასი 125 ლარიდან 550 ლარის ფარგლებში იქნება. Starring Georgia-ს, თიბისის და Visa-ს თანამშრომლობის ფარგლებში მომხმარებლები ფასდაკლებით ისარგებლებენ:

• 20% ყველა კატეგორიის ბილეთზე თიბისი Visa სადებეტო ბარათით გადახდისას; 

• -30% II იარუსის კატეგორიის ბილეთებზე თიბისი მოსწავლის და სტუდენტის Visa ბარათებით გადახდისას;

• -30% VIP კატეგორიის ბილეთებზე თიბისი კონცეპტის და WM-ის Visa ბარათებით გადახდისას;

• -15% ყველა კატეგორიის ბილეთზე თიბისი განაწილებით გადახდისას.

ცნობისთვის, scorpions-ი ქართველი მსმენელის წინაშე 31 მაისს წარდგება.