რა ქონებას ფლობს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელიც დააკავეს

ილია ღუდუშაური

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს მისი ადვოკატიც, თუმცა კონკრეტული მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ილია ღუდუშაური ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ 2022 წელს, ზურაბ აზარაშვილის მინისტრობის დროს დაინიშნა. აღნიშნულ თანამდებობას 2024 წლის მარტამდე იკავებდა.

“ბიზნესპრესნიუსი” დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე.

ილია ღუდუშაურმა ქონებრივი დეკლარაცია გასული წლის მაისში შეავსო. დოკუმენტის მიხედვით, მის საკუთრებაშია: თბილისში 90.47 კვ.მ ბინა, რომელიც 2017 წელს 1 080 000 აშშ დოლარაც შეიძინა; ასევე, 2019 წელს შეძენილი 4 კომერციული ფართი, რომელთა საერთო ღირებულება 676 000 ლარის შეადგენდა.

გარდა ამისა, ილია ღუდუშაურის მეუღლის სახელზეა: 2019 წელს 30 000 დოლარად შეძენილი სახლი თბილისში და კომერციული ფართის 10.1%, რომელიც მემკვიდრეობით გადაეცა.

დოკუმენტის მიხედვით, დეკლარაციის შევსების მომენტში ილია ღუდუშაური სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ფლობდა: 13 694 ლარს და 2178 აშშ დოლარს. ხოლო ნაღდი ფულის სახით - 10 000 დოლარის დანაზოგს.

რაც შეეხება ანაზღაურებას, დეკლარაციის მიხედვით, 2024 წლის იანვრიდან 2024 წლის 12 მარტამდე პერიოდში, ხელფასის სახით 17 443 ლარი აიღო.

დოკუმენტის თანახმად, მის სახელზეა საბანკო სესხი 150 000 დოლარის ოდენობით, რაშიც 2024 წელს 8764 დოლარი გადაიხადა.

გარდა ამისა, დეკლარაციის მიხედვით, ილია ღუდუშაურს წილები რამდენიმე კომპანიაში აქვს. კერძოდ, დოკუმენტია თანახმად, ის არის: შპს “აპექსი საქართველოს” 100%-იანი წილის მესაკუთრე; ასევე შპს “პადელბადეს” - 10%-იანი წილის, შპს “თრუსოს” 50%-იანი წილის, "ეშუარენს ენდ ქონსალთინგ გრუფის" 49%-იანი წილის, შპს “ალექს-ჩერის” 16.3%-იანის წილების მფლობელია.

BPN