როგორ გამოიყურება ახალი სკვერი მუხიანში, რომელიც 1.5 ჰექტარზე მეტ ტერიტორიას მოიცავს (ფოტოები)

მუხიანის პარკი

გლდანის რაიონში, მუხიანის IV ბ მიკრორაიონში, N33 კორპუსის მიმდებარედ კიდევ ერთი სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

თბილისის მერის ცნობით, აღნიშნულ მისამართზე არსებულ სკვერს შეემატა, დაახლოებით, ერთი ჰექტარი ტერიტორია, რითაც რეკრეაციული სივრცე გაიზარდა. დღეის მდგომარეობით, 1.5 ჰექტარზე მეტი ტერიტორიაა განახლებული.

„სამუშაოების ფარგლებში, საბავშვო და სპორტული მოედნები, დასასვენებელი პავილიონი, განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, ასევე, შადრევანი მოეწყო. ჩატარდა გამწვანებისათვის საჭირო ღონისძიებები: ტერიტორიაზე მოეწყო სარწყავი სისტემა, შევიდა ნოყიერი მიწის ნაზავი, დაირგო ხე-მცენარეები“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, აღნიშნული პარკი 12 ოქტომბერს, საზეიმოდ გაიხსნა.