რომელი პროდუქტების მოხმარება გაიზარდა და შემცირდა ქართულ ოჯახებში?

პროდუქტი

ოჯახების (შინამეურნეობების) საშუალო ყოველთვიური დანახარჯები 2021 წლის განმავლობაში წინა წელთან შედარებით 162,2 მლნ. ლარით გაიზარდა და მან 1289.5 მლნ. ლარი შეადგინა. საშუალო თვიური ხარჯი კი ერთ ოჯახზე 1158.3 ლარი იყო, რაც 2020 წელთან შედარებით 119.8 ლარით გაზრდილი მაჩვენებელია.

საქსტატის ინფორმაციით, შინამეურნეობების ხარჯების და შესაბამისად მოხმარების უდიდესი ნაწილი სურსათზე მოდის. სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან „კომერსანტისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2021 წელს 2020 წელთან შედარებით ერთი ოჯახის საშუალო თვიური მოხმარება გაზრდილია უალკოჰოლო სასმელებზე, ხორბლის პურზე, სიმინდის ფქვილზე, ძროხის ხორცზე, რძეზე, მაწონზე და მინერალურ წყალზე.

ერთი ოჯახის მიერ მოხმარებულ პროდუქტებს შორის შემცირდა ისეთი სურსათის რაოდენობა, როგორიცაა ღვინო, ზეთი, წიწიბურა, ბრინჯი, მაკარონი, ხორბლის ფქვილი, კიტრი და პომიდორი.

შინამეურნეობებში სურსათის სხვადასხვა პროდუქტების, უალკოჰოლო და ალკოჰოლური სასმელების საშუალო თვიური მოხმარება ერთ შინამეურნეობაზე (კილოგრამი, ლიტრი) 2021 წელს:

🔵 უალკოჰოლო სასმელები 2.0
🔵 ღვინო 1.9
🔵 ახალი, ახლადგაყინული ან გაყინული ფრინველის ხორცი და შიგნეული 2.3
🔵 საკვები მცენარეული ზეთები 3.5
🔵 მინერალური და წყაროს წყალი 0.8
🔵 ბრინჯი 0.8
🔵 წიწიბურა 0.9
🔵 მანანის ბურღული, ჰერკულესი 0.3
🔵 ხორბლის პური 23.1
🔵 მაკარონი 2.1
🔵 ვერმიშელი 0.4
🔵 ნამცხვრები, ფუნთუშა, ორცხობილა და სხვა 0.5
🔵 ხაჭაპური, პიცა 0.1
🔵 ხორბლის ფქვილი 9.2
🔵 სიმინდის ფქვილი, ღერღილი 1.7
🔵 ძროხის, კამეჩის და ხბოს ხორცი (ახალი) 1.5
🔵 ძროხის და კამეჩის ხორცის ფარში 0.1
🔵 ღორისა და გოჭის ხორცი (ახალი) 0.5
🔵 სოსისი სარდელი და სხვა 0.5
🔵 დაკონსერვებული და პასტერიზებული რძე 0.4
🔵 მაწონი ძროხის 2.5
🔵 ყველი ძროხის გლეხური მოუხდელი 3.4
🔵 სულგუნი 0.2
🔵 ხაჭო 0.2
🔵 ნაღების კარაქი 0.4
🔵 მარგარინი 0.1
🔵 მაიონეზი 0.1
🔵 კიტრი 3.4
🔵 პომიდორი 4.4
🔵 წიწაკა 0.3
🔵 სტაფილო 0.6
🔵 ხახვი 2.5
🔵 ნიორი 0.1
🔵 მინერალური წყალი 0.7
🔵 არაყი 0.1