რუსები საქართველოში მოგზაურობას 23 თებერვლისა და 8 მარტის დღესასწაულებზეც ირჩევენ

დასვენების დღეები

23 თებერვალს, როცა რუსეთში ე.წ. მამულის დამცველთა აღსანიშნავი გამოსაშვები დღეა, ასევე, ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს საქართველო რუსებისთვის კვლავ პოპულარულ სამოგზაურო მიმართულებებს შორის მოხვდა.

ამის შესახებ ტურისტულ სერვის Tutu-ს კვლევაში წერია, რასაც TASSავრცელებს.

კერძოდ, 23 თებერვალს რუსების მიერ არჩეულ საერთაშორისო მიმართულებებს შორის საქართველო წამყვან ხუთეულს ხურავს.

ეს მიმართულებებია:

  • ბელარუსი - 27%
  • უზბეკეთი - 12%
  • ყაზახეთი - 7%
  • არაბთა გაერთიანებული საემიროები - 7%
  • საქართველო - 6%
  • აზერბაიჯანი - 5%
  • სომხეთი - 5%

8 მარტის მოგზაურობების საერთაშორისო რეიტინგში, ასევე, ბელარუსი ლიდერობს, თუმცა ამ შემთხვევაში წამყვან ხუთეულს საქართველოს ოკუპირებული რეგიონი, აფხაზეთი ხურავს, რომელსაც რუსული ტურისტული სერვისი ტრადიციულად ცალკე მიმართულებად ასახელებს. საქართველო ცალკე მაჩვნებლით მე-7 ადგილზეა, თუმცა აფხაზეთის მაჩვენებელთან ერთად ქვეყანა აზერბაიჯანთან მესამე-მეოთხე ადგილს ინაწილებს.

8 მარტს სამოგზაუროდ რუსები შემდეგ მიმართულებებს ირჩევენ:

  • ბელარუსი - 29%
  • უზბეკეთი - 21%
  • აზერბაიჯანი - 7%
  • თურქეთი - 6%
  • აფხაზეთი (საქართველო) - 4%
  • ყაზახეთი - 3%
  • საქართველო - 3%

Tutu-ს მონაცემებით, წლევანდელ 8 მარტს საერთაშორისო მოგზაურობის საშუალო ღირებულება 26 200 რუბლს (344 დოლარს) შეადგენს, ხოლო 23 თებერვლის მოგზაურობები უფრო ეკონომიურია. ამ დღეს საერთაშორისო მოგზაურობის საშუალო ღირებულება 21 600 რუბლს (284 დოლარს) შეადგენს.