1734604471
რუსეთში ხიზილალა გაძვირდა - რამდენად ყიდულობს საქართველო
რუსეთში ხიზილალა გაძვირდა. ფასმა განსაკუთრებით წითელ ხიზილალაზე მოიმატა. რუსეთის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, სექტემბერში აღნიშნული სახეობის პროდუქტი თითქმის 13%-ით გაძვირდა.
რუსეთის თევზის კავშირის ინფორმაციით, წელს წითელი ხიზილალას წარმოება 10-11 ათასი ტონა იქნება, 2023 წელს იყო 25 ათასი ტონა. მიუხედავად მაჩვენებლებისა, დარგის წარმომადგენლები ამბობენ, რომ წელს ბაზარზე არც წითელი თევზის და არც ხიზილალას დეფიციტი არ შეიქმნება.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა რაოდენობის ხიზილალას და რა ფასად ყიდულობს საქართველო რუსეთიდან.
საქსტატის მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ 66.5 ტონა ორაგულის წითელი ხიზილალა და ხიზილალას შემცვლელები იყიდა, ჯამურმა ღირებულებამ კი 625 ათას დოლარს გადააჭარბა.
გასულ წელთან შედარებით ქვეყანაში ხიზილალას იმპორტი შემცირდა. უფრო კონკრეტულად, 2023 წლის 8 თვეში ქვეყანამ 722 ათასზე მეტ ამერიკულ დოლარად 50.4 ტონა ხიზილალა შეიძინა.
საქართველოში ხიზილალის უდიდესი ნაწილი სამი ქვეყნიდან რუსეთიდან, ჩინეთიდან და ბელარუსიდან შემოდის. რაოდენობრივად წელს ყველაზე მეტი ხიზილალა რუსეთისგან ვიყიდეთ, თუმცა ღირებულების კუთხით ჩინეთი ლიდერობს.
მაჩვენებლები ასე გამოიყურება: ჩინეთი (239 ათასი დოლარის 11.6 ტონა), რუსეთი (200 ათასი დოლარის 27.7 ტონა) და ბელარუსი (117 ათასი დოლარის 24.1 ტონა).
მონაცემები აჩვენებს, რომ რუსეთიდან საქართველოს 1 კგ ხიზილალას იმპორტი საშუალოდ გადასახადების გარეშე 7.2 დოლარი უჯდება, ჩინეთიდან 21 დოლარი, ხოლო ბელარუსიდან 4.8 დოლარი.
აღსანიშნავია ისიც, რომ გასული წლის იანვარ-აგვისტოში 1 კგ-ის საშუალო საიმპორტო ფასი რუსეთის შემთხვევაში 10.7 დოლარს შეადგენდა, წელს 8 თვეში კი 7.2 დოლარამდეა შემცირებულია.
1734847200
22 დეკემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, კვირას, 22 დეკემბერს მოსალოდნელი ამინდი ასეთია:დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან შესაძლებელია ზოგან წვიმა, მაღალ მთაში თოვლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +5, +10°, დღისით +11, +16°; მთაში ღამით -9, -4°, დღისით +6, +11°; მაღალ მთაში ღამით -11, -6°, დღისით +1, +6°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან შესაძლებელია მცირე ნალექი, უმეტესად თოვლის სახით და ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -4, +1°, დღისით +5, +10°; მთაში ღამით -10, -5°, დღისით +3, +8°; მაღალმთაში ღამით -11, -6°,ზოგან -14°-მდე; დღისით 0, +5° .თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით -1, დღისით +8°.
1734769140
Google-მა, შესაძლოა, პარალელური სამყაროების არსებობა დაამტკიცოსამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Google-მა ახალი კვანტური პროცესორი წარმოადგინა, რომელსაც ინდუსტრიის ბენჩმარკად მიჩნეული RCS-ამონაცანის, ანუ მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, ყველაზე რთული განტოლების ამოხსნა სულ რაღაც ხუთ წუთში შეუძლია. რაკიღა საქმე სუპერკომპიუტერს ეხება, ხუთი წუთი, შესაძლოა, დიდ რიცხვად მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ არის.პირიქით, იმ რამდენიმე სუპერკომპიუტერს, რომელიც, ამ დრომდე, დედამიწაზე არსებულ ყველაზე მძლავრ კომპიუტერად ითვლებოდა, ამავე ამოცანის ამოსახსნელად ათი სეპტილიონი წელი სჭირდება. ათი სეპტილიონი გამოისახება, როგორც რიცხვი ათი, რომელსაც ოცდაოთხი ნული მოსდევს, რაც წლების კონტექსტში უფრო მეტია, ვიდრე ის დრო, რომელიც სამყაროს შექმნის შემდეგ გავიდა.როგორც Google-ის კვანტური ხელოვნური ინტელექტის ხელმძღვანელმა, ფიზიკოსმა ჰარტმუტ ნევენმა განაცხადა, დროის ეს სისტემა, რომელიც ჩვენთვის ნაცნობი ფიზიკის ზღვრებს მნიშვნელოვნად აფართოებს, გარკვეულწილად მიგვანიშნებს, რომ კვანტური გამოთვლა, შესაძლოა, რამდენიმე პარალელურ სამყაროში ერთდროულად მიმდინარეობდეს, რაც, შესაძლოა, ნიშნავდეს იმას, რომ ჩვენ მულტივერსში, ანუ მრავალი პარალელური დროითი ხაზის მქონე სამყაროში ვცხოვრობთ.როგორც Google-ში ამბობენ, პროცესორი, კოდური სახელწოდებით Willow არის არამხოლოდ უფრო მძლავრი, არამედ გაცილებით ეფექტიანი, ანუ ის წინამორბედებზე ბევრად ნაკლებ შეცდომას უშვებს. თავად შეცდომების დაშვება კვანტური გამოთვლის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რაც ამ სახეობის აღრიცხვის სისტემისთვის ბუნებრივადაა დამახასიათებელი.ბიტების ნაცვლად, რომლებიც ჩვეულებრივ კომპიუტერში 0-ის და 1-ის კომბინაციებით გამოიხატება, კვანტური კომპიუტერი ინფორმაციის შესანახად ქუბიტებს, ანუ კვანტურ ბიტებს იყენებს, რომელსაც ერთ კონკრეტულ მომენტში რამდენიმე ფორმით შეუძლია არსებობა. მარტივად რომ ვთქვათ, ქუბიტი შეიძლება ერთდროულად 1-იც იყოს, 0-იც და ნებისმიერი სხვა მაჩვენებელი, რომელსაც მათ შორის ვხვდებით.პროცესორის ეფექტიანობა Google-მა სისტემაში კვანტური ბიტების დამატებით აღმოფხვრა. ამჯერად, Willow-ში 105 ქუბიტს ვხვდებით, რაც ინდუსტრიაში ახალ სიტყვას წარმოადგენს. შესაბამისად, Google-მა ახალი მიზანი დაისახა, რომელიც კვანტური გამოთვლისთვის პრაქტიკული გამოყენების პოვნას გულისხმობს. პრაქტიკული გამოყენება, Google-ის აქციონერებს დამატებით შემოსავალს და, რაც მთავარია, სრულად ახალ სფეროში დომინაციას მოუტანს.როგორც Google-ში ამბობენ, Willow ახალი თაობის AI-მოდელების დასწავლაში ჩაერთვება, რითაც მეცნიერები ახალ, ამ დრომდე არნახულ მედიკამენტებს შექმნიან, ელექტრობატარეების ეფექტიანობას გაზრდიან და ბირთვულ სინთეზს გააუმჯობესებენ. კვანტური კომპიუტერი, რომელიც ინფორმაციის შესანახად ქუბიტებს იყენებს და არა ბიტებს, გაცილებით მეტ ინფორმაციას ამუშავებს, ანუ ის უფრო ეფექტიანია. ხელოვნური ინტელექტის შესაძლო გამოყენების გზები შეუზღუდავია და კვანტური გამოთვლის შემთხვევაშიც, სავარაუდოდ, ასე იქნება.ერთ-ერთი შესაძლო გამოყენება, რომელიც Google-ის ახალი თაობის კვანტურ კომპიუტერს შეიძლება ჰქონდეს, კრიპტოვალუტების კოდის დაჰაკვაა. მას შემდეგ, რაც Google-მა ახალი კვანტური პროცესორი წარადგინა, განჩნდა კითხვა, ხომ არ ემუქრება საქმე კროპტოინდუსტრიას და კონკრეტულად ბიტკოინს, რომელმაც მიმდინარე კვირაში მორიგი რეკორდი დაამყარა. ბიტკოინის ბლოკჩეინი, როგორც ცნობილია, რთული კრიპტოგრაფიულ-მათემატიკური დაშიფვრით არის დაცული, რომლის განშიფვრა, კვანტურ კომპიუტერს, სულ მცირე თეორიულად, ნამდვილად შეუძლია.როგორც Google-ში ამბობენ, დღეს, ბიტკოინის კოდის “გატეხა” კომპანიის მიერ სუპერკომპიუტერის შესაძლებლობებს აღემატება. თუმცა თუ Google-ის პროცესორს ეს დღეს არ შეუძლია, არაფერია ცნობილი სხვა პროექტებზე, რომლებიც, შესაძლოა, ფარულად მიმდინარეობდეს, მათ შორის კომუნისტურ ჩინეთში, რომელიც კვანტური გამოთვლის ტექნოლოგიას დადასტურებულად ავითარებს. თუკი თეორიულად მაინც დამტკიცდა, რომ ადამიანს რთული კრიპტოგრაფიული განშიფვრის უნარის სუპერკომპიუტერის შექმნა შეუძლია, კრიპტოინდუსტრია, სავარაუდოდ, საფრთხეში აღმოჩნდება.
1734672120
დღეს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდებათელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 20 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.საბურთალოს რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების(ნაწილობრივ) და მეფე მირიანის ქუჩის მოსახლეობას.დიდუბის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარშალ გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), აკაკი ბაქრაძის და გელოვანის ქუჩების მოსახლეობას.მთაწმინდის და კრწანისის რაიონებიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ოქროყანის მოსახლეობას.კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება
1734671820
20 დეკემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?20 დეკემბრის ამინდი განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოქმედი ცივი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული შედარებით თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ, ზოგან შესაძლებელია ნისლი. დასავლეთ საქართველოში ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ, შესაძლებელია ნისლი. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 6-11მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +6°, ღამით -1°. სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +14°, ღამით+4 გაგრა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +15°, ღამით+5 . ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპ-რა: დღისით +14°, ღამით +4°. ბათუმი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16°, ღამით+4°. ქობულეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპ-რა: დღისით +15°, ღამით3°. ფოთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით დროგამოშვებით 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +15°, ღამით+5°. ხულო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +5, ღამით -5°. ქუთაისი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით დროგამოშვებით 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპ-რა: დღისით +14°, ღამით +4°. ოზურგეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით დროგამოშვებით 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპ-რა: დღისით +14°, ღამით+4°. ჭიათურა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით დროგამოშვებით 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპ-რა: დღისით +10°, ღამით -1. ამბროლაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპ-რა: დღისით +8°, ღამით -3 °. ცაგერი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +9°, ღამით-2°. ონი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +8°, ღამით °. მესტია- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +4°, ღამით -6°. გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ, შეს. ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +5°, ღამით-5 ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ, შეს. ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპ-რა: დღისით +3°, ღამით-7 °. ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ, შეს. ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +3°, ღამით-8°. ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ, შეს. ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპ-რა: დღისით +4°, ღამით-6°. სტეფანწმინდა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ, შეს. ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპ-რა: დღისით -1°, ღამით-9 °. გუდაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ, შეს. ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -2°, ღამით-10 °. თიანეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ, შეს. ნისლი. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +3°, ღამით-7 °. ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +4°, ღამით-9 °. ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +5°, ღამით-6 °. ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ, შეს. ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით 0°, ღამით -10°. თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ, შეს. ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +6°, ღამით -2°. ყვარელი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ, შეს. ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +7°, ღამით-1 °. საგარეჯო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ, შეს. ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +6°, ღამით -2°. სიღნაღი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ, შეს. ნისლი. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +5°, ღამით -2°. დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ, შეს. ნისლი. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +5°, ღამით-3 °. ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ, შეს. ნისლი. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +7°, ღამით-1°.
1734604356
Transfermarkt-ზე ხვიჩა კვარაცხელიას და ნაკრების კიდევ ორი ფეხბურთელის ღირებულება გაიზარდასაფეხბურთო ტრანსფერებისა და ღირებულებების უდიდეს პლატფორმა Transfermarkt-ზე მოთამაშეთა ფასები განახლდა და ცვლილებები ქართველ ფეხბურთელებსაც შეეხოთ.გამოსარჩევია ეროვნული ნაკრების ლიდერის ხვიჩა კვარაცხელიას შედეგი, რომლის ღირებულებაც 80 მილიონს შეადგენდა, ახლა 85 მილიონს აღწევს და ამ შედეგით აპენინებზე სერია A-ს მეორე ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშეა. მასზე ძვირად 100 მილიონ ევროდ, იტალიაში მხოლოდ “ინტერის” არგენტინელი თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესია შეფასებული.გაზრდილია “ემპოლის” მცველი საბა გოგლიჩიძის ფასიც, რომელმაც თავდაპირველად 300 ათასიდან 5 მილიონ ევრომდე, ხოლო ახლა კიდევ დამატებით 3 მილიონით 8 მილიონამდე მოიმატა. ამჟამად გოგლიჩიძე თანაგუნდელ, ნახევარმცველ ჯაკოპო ფაცინისთან კლუბის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელის სტატუსს იყოფს.მათთან ერთად 1 მილიონით გაძვირდა ამერიკული “ატლანტა იუნაიტედის” ფლანგის შემტევის, საბა ლობჟანიძის ფასიც, რომელიც ამჟამად 4 მილიონ ევროს შეადგენს.