საახალწლო სამზადისზე მთავრობა ₾12.5 მილიონზე მეტს დახარჯავს – „ფლანგვის დეტექტორი“

საახალწლო ღონისძიებები

არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, საახალწლო მზადებაზე საქართველოში ჯამურად 12.5 მილიონ ლარზე მეტი ხარჯია დაგეგმილი, საიდანაც 10 მლნ ლარი ხუთ დიდ ქალაქზე მოდის.

ორგანიზაციის ცნობით, მხოლოდ თბილისში საახალწლო ღონისძიებებსა და დეკორაციებზე დაახლოებით 8.28 მლნ ლარი დაიხარჯება, ხოლო შესყიდვების დიდი ნაწილი კვლავ გამარტივებული წესით ტარდება.

„ბათუმში, რუსთავში, ქუთაისსა და სხვა არაერთ მუნიციპალიტეტში ტენდერების უმეტესობაში მონაწილეობს მხოლოდ ერთი კომპანია, რაც კონკურენციის ნაკლებობაზე მიუთითებს.

25 მუნიციპალიტეტი საახალწლო განათებებსა და ღონისძიებებზე ჯამში 2.56 მლნ ლარზე მეტს ხარჯავს; გურჯაანი 435 083 ლარით და საგარეჯო 303 000 ლარით ლიდერია ჩამონათვალში“ - წერია გავრცელებულ სტატიაში.