საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან“ (OGP) გარიცხეს - IDFI

საქართველო

საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან“ (OGP) გარიცხეს - ამის შესახებ ინფორმაციას „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) ავრცელებს.

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, OGP-მ დაასკვნა, რომ ქვეყანაში აღარ არსებობს ის მინიმალური გარემო, რომელიც საჭიროა ღია და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის.

„2026 წლის 13 აპრილს „ღია მმართველობის პარტნიორობამ“ (OGP) მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს წევრობის შეჩერებასთან დაკავშირებით. OGP-მ დაასკვნა, რომ ქვეყანაში აღარ არსებობს ის მინიმალური გარემო, რომელიც საჭიროა ღია და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის, და საქართველოს წევრობა საბოლოოდ შეწყვიტა.

შედეგად, საქართველო გამოეთიშა ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც მიზნად ისახავს მთავრობის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერებას“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

bpn.ge