1747372503
სოფლის მეურნეობის სამინისტრო მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტს“ ახორციელებს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტს“ ახორციელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, კახეთის რეგიონში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ილტოზე, ზემო და ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემების სარწყავი წყლის რესურსებით უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით, ახალი საირიგაციო დანიშნულების წყალსაცავის მშენებლობის მიზანშეწონილობის დასადგენად, დაგეგმილია ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება.
უწყების განმარტებით, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება ითვალისწინებს როგორც არსებული კვლევებისა და ტექნიკური მასალების შესწავლას, ასევე ახალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევების ჩატარებას და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის მომზადებას.
აღნიშნულ საკონსულტაციო მომსახურებაზე გამოცხადებულია საერთაშორისო ტენდერი.
1747472129
როგორ გამოიყურება კერძო კუნძული ნიუ-იორკთან, რომელიც 29 მლნ დოლარად იყიდება (+ფოტო)კონექტიკუტის შტატის პოპულარულ თიმბლის კუნძულებზე კიდევ ერთი ლეგენდარული ქონება იყიდება.ლონგ-აილენდ-საუნდში მდებარე 7.65 ჰექტარი მიწის კერძო ნაკვეთი - როჯერს აილენდი, ბაზარზე 29.99 მილიონ დოლარად გამოიტანეს.კუნძულზე, რომელზეც მოხვედრა მხოლოდ ნავით შეიძლება, 123 წლის ტიუდორების ეპოქის სახლი, სანაპირო ზოლში მდებარე საცურაო აუზი, გოლფის მოედანი და მრავალი დამხმარე ნაგებობაა განთავსებული.Mansion Global-ის ცნობით, მწვანე ოაზისი მისი ამჟამინდელი მფლობელის, გრეგ იენსენის ოჯახისთვის ზაფხულის დასასვენებელი ადგილი იყო.გრიგორ იენსენი მსოფლიოში უდიდესი ჰეჯ-ფონდის ფირმის, Bridgewater Associates-ის, ერთ-ერთი მთავარი საინვესტიციო დირექტორია.როჯერის კუნძულზე მდებარე სახლს 10 საძინებელი და ორი სამზარეულო აქვს - ერთი მარმარილოს სახურავით მოპირკეთებული გართობისთვის, ხოლო მეორე - კვებისთვის.კუნძულზე ასევე არის მარილიანი წყლის აუზი სპა-ცენტრით, აუზის სანაპირო სახლი, ჩოგბურთის კორტი და სხვა გასართობი სივრცეები.დამხმარე ნაგებობებს შორის არის ოთხსაძინებლიანი სტუმრების კოტეჯი სამზარეულოთი და კომერციული ზომის სათბურით.განცხადების თანახმად, სტუდიო-კოტეჯი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას სპა-ცენტრად ან სამხატვრო სტუდიად.ზამთრის ბაღის მიმდებარედ არის პერსონალის საცხოვრებელი, ორი საძინებლითა და სამზარეულო საკუთარი სველი წერტილებით. ერთი ნავმისადგომი განკუთვნილია მომსახურების მიწოდებისთვის, ხოლო მეორე, რომელიც მთავარ სახლთან პირდაპირი შესასვლელით არის, მესაკუთრეებისა და სტუმრებისთვისაა განკუთვნილი.კუნძულს სახელი ამ ტერიტორიის პირველი მოსახლის ჯონ როჯერსის პატივსაცემად ეწოდა. ჩანაწერის თანახმად, როჯერსების ოჯახი კუნძულს 1710 წლიდან 1858 წლამდე ფლობდა.2018 წელს იენსენმა კუნძული 21.5 მილიონი დოლარად შეიძინა.წყარო: nypost.com
1747469700
ქვეყნები, სადაც ბიზნესის დაწყება მარტივია - Euronewsარიან ქვეყნები, სადაც ბიზნესის დაწყება შედარებით მარტივია. Euronews-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც სწორედ ამ თემას ეძღვნება, ნათქვამია, რომ აშშ-ჩინეთს შორის წარმოქმნილმა სავაჭრო დაძაბულობამ ბიზნესისა და ეკონომიკის არასტაბილურობის ზრდა გამოიწვია.თუმცა, არიან ქვეყნები, სადაც ახალი ბიზნესის წამოწყება შედარებით მარტივია.ესტონეთიუცხოელი ინვესტორებისთვის ესტონეთი ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე სტუმართმოყვარე ქვეყანაა. მისი ელექტრონული რეზიდენტურის პროგრამა არარეზიდენტებს საშუალებას აძლევს, ონლაინ რეჟიმში დაარეგისტრირონ თავიანთი კომპანიები და ამავდროულად, ციფრულად დააკმაყოფილონ თავიანთი ბიზნეს საჭიროებები.ის ასევე საშუალებას აძლევს მათ, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ისარგებლონ ესტონეთის მთავრობის გარკვეული სერვისებით.Invest in Estonia- ს ინფორმაციით, კომპანიის დაფუძნებას 15 წუთი სჭირდება, ბიზნესების 98% კი ონლაინ რეჟიმში იქმნება.ირლანდიაირლანდია ევროპაში ბიზნესის დასაწყებად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გადაწყვეტილებაა.Enterprise Ireland ყოველწლიურად დაახლოებით 200 სტარტაპში ინვესტირებას ახორციელებს. მაგალითად, უოტერფორდი ყველაზე ეფექტურია მშენებლობის ნებართვების გაცემის საკითხში, ხოლო ჰოლვეი საუკეთესოა ქონების რეგისტრაციისა და ბიზნესის დაწყების საკითხში.ირლანდია, როგორც ევროკავშირის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა და ევროზონის წევრი, ასევე ევროს მომხმარებელი, ევროპელი მეწარმეებისთვის ძალიან მიმზიდველ ფაქტორებს ქმნის. მას ასევე აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი კორპორაციული საგადასახადო განაკვეთი 12.5%-ის ოდენობით და ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულება დაახლოებით 72 ქვეყანასთან.ბულგარეთიდაბალი ბიუროკრატიის გამო, ბულგარეთი აღმოსავლეთ ევროპაში ძალიან პოპულარული ახალი ბიზნეს ცენტრია. პროცესებს აქ მხოლოდ რამდენიმე კვირა სჭირდება. ადმინისტრაციული ხარჯებიც ძალიან დაბალია ევროპის უმეტეს ნაწილთან შედარებით, ხოლო კორპორაციული გადასახადი მხოლოდ 10%-ია.ქვეყანაში დაშვებულია კომპანიის დისტანციური რეგისტრაციაც.ნიდერლანდებინიდერლანდები ევროკავშირის მეხუთე უდიდესი ეკონომიკაა, რომლის მშპ დაახლოებით 990.6 მლრდ დოლარია, რაც ევროკავშირის ეკონომიკის დაახლოებით 5.96%-ს შეადგენს. ამასთან, მას საკმაოდ მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალა ჰყავს. ადგილობრივი მთავრობა ახალი ბიზნესებისთვის მხარდაჭერის მრავალფეროვან სქემებსა და საგადასახადო შეღავათებს სთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ კორპორაციული გადასახადის განაკვეთი ზოგიერთ სხვა ევროპულ ქვეყანასთან შედარებით ოდნავ მაღალია, ბიზნესის მრავალი მფლობელისთვის ეს ფასი ღირებულია მდებარეობისა და ბაზარზე წვდომის გამო.დანიაბიზნესის დაწყება საკმაოდ მარტივია დანიაშიც. მსოფლიო ბანკის მიერ ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით, ქვეყანა მუდმივად მაღალ შეფასებას იღებს და ხშირად მსოფლიოში პირველ ხუთეულშიც ხვდება.საკმაოდ მარტივია აქ კომპანიის რეგისტრაცია - დამფუძნებლებს პროცესის დასრულება ონლაინაც კი შეუძლიათ. პროცესი იმდენად სწრაფია, რომ ზოგჯერ შესაძლოა, მხოლოდ რამდენიმე საათი დასჭირდეს.ცნობისათვის, დანიას აქვს სტაბილური ეკონომიკა, მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალა და ძლიერი ინფრეასტრუქტურა.დანიას აქვს მიმზიდველი კორპორატიული საგადასახადო განაკვეთიც, რომელიც ორგანიზაციების უმეტესობისთვის 22%-ს შეადგენს.გაერთიანებული სამეფოდიდ ბრიტანეთში ყოველწლიურად დაახლოებით 360 000 ახალი ბიზნესი იქმნება. კომპანიის შექმნა აქ სწრაფი, მარტივი და საკმაოდ იაფი პროცედურაა. მაგალითად, ფოსტით განცხადების დამუშავებას 8-10 დღე სჭირდება, ხოლო ონლაინ - 24 საათი.დიდ ბრიტანეთს აქვს ძლიერი საგადასახადო და სამართლებრივი სისტემა, ეფექტური პროცესებით და ყველა შპს-თვის 25%-იანი კორპორაციული გადასახადის განაკვეთით.
1747464000
„დღეს ბაზარზე რომ გახვიდეთ, ქართული ჯიშის კომბოსტოს, პრაქტიკულად, ვერ იშოვით“ - გიორგი ხანიშვილი„ქართული პროდუქცია რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლით, არ აღმოჩნდა ბიზნესისთვის საკმარისი, ამიტომ მაღალი ინტენსივობით დაიწყო შემოსვლა სხვადასხვა ჯიშებმა და ჰიბრიდებმა“, - ამის შესახებ "აგრო 1959"-ის მმართველმა პარტნიორმა, გიორგი ხანიშვილმა "დილის მონეტიზაციის" ეთერში განაცხადა.ხანიშვილმა ბაზარზე ქართული ავთენტური ჯიშების შემოსვლის აუცილებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ჯიშები ქართულ გარემოსთან უფრო ადაპტირებული და უფრო გემრიელია.„წარმოება, მოყვანა, ჯიში და ა.შ. რაც იყო საბჭოთა ეკონომიკისთვის და საბჭოთა საქართველოსთვის დამახასიათებელი, შემდეგ ათეულმა წლებმა პრაქტიკულად, გაანადგურა, მოსპო და ჩაიყოლა ყველაფერი ის ქართულიც, რომელიც იყო ჩვენს გენეტიკაზე მორგებული. უფრო მეტად ჩვენს კლიმატზე, ჩვენს ამინდზე და ეს პროდუქცია თავისი რაოდენობრივი, ხარისხობრივი მაჩვენებლით, არ აღმოჩნდა ბიზნესისთვის საკმარისი. ამიტომ მაღალი ინტენსივობით დაიწყო შემოსვლა ქვეყანაში სხვადასხვა კულტურებმა, ჯიშებმა, ჰიბრედებმა, რომელთა ძირითადი დანიშნულება იყო, რომ მიეღოთ მაღალი რაოდენობის პროდუქცია.დღეს ბაზარზე რომ გახვიდეთ, ქართული ჯიშის კომბოსტოს, პრაქტიკულად, ვერ იშოვით. იშვიათი შემთხვევაა, როდესაც არის ფუყე თავი, თხელი ფურცლები და სატოლმედ მალე ითუთქება. დღის წესრიგში დგება, რომ მაქსიმალურად მოვიძიოთ მეტი და მეტი ქართული ბუნებრივი ჯიშები და შემოვიტანოთ წარმოებაში. ქართული ჯიშები ადაპტირებულია გარემოსთან და ეს უნდა დაბრუნდეს. ეს ხშირ შემთხვევაში არის დაბალმოსავლიანი, მაგრამ გემური თვისებებით - გაცილებით უკეთესი.ჩვენ არ გვყავს მდიდარი მომხმარებელი,მაგრამ ქვეყანას ჰყავს ტურისტები, მათაც რომ შესთავაზო ეს ყველაფერი, ამას სჭირდება სწორი მარკეტინგული სვლა და ღირებულებათა ჯაჭვის სწორი აწყობა. ეს არ იქნება ერთ დღეში. ფერმერს უნდა მოჰყავდეს პროდუქტი, რომელიც მას ხარჯებს უფარავს. მაგრამ ის გვერდით დაიწყებს იმ ქართული ჯიშების მოყვანასაც, ეს დროის ფაქტორია, რომელსაც თავისი მომხმარებელი ეყოლება“,- განაცხადა ხანიშვილმა.
1747372500
16 მაისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოშიდასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დღისით უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +7, +12°, დღისით +22, +27°; მთაში ღამით +4, +9°, დღისით +17, +22; მაღალ მთაში ღამით +2, +7°, დღისით +12, +17°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით მაღალ მთაში ზოგან შესაძლებელია თოვლჭყაპი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +6, +11°, დღისით +21, +26°; მთაში ღამით +4, +9°, დღისით +15, +20°; მაღალ მთაში ღამით 0, +5°, დღისით +5, +10°, ზოგან +18°-მდე.თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დღისით უმეტესად უნალექოდ. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +9°, დღისით +25°.სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით+15 °.გაგრა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +13°.ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +14°.ბათუმი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +15°.ქობულეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +14°.ფოთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25°, ღამით +15°.ხულო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17°, ღამით +6 °.ქუთაისი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ.ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით +14°.ჭიათურა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +11°.ამბროლაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით +8°.ცაგერი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით +8°.ონი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20°, ღამით +7°.მესტია- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +16°, ღამით +5°.გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +7°.ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°, ღამით +6 °.ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°, ღამით +6°.ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +6°.სტეფანწმინდა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +9, ღამით +5°.გუდაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +8, ღამით +2°.თიანეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +15, ღამით +4°.ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20, ღამით +5.ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +20, ღამით +6.ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +17, ღამით +1.თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24°, ღამით +11°.ყვარელი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°, ღამით +12°.საგარეჯო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +23°, ღამით +12°.სიღნაღი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +24, ღამით +12°.დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25, ღამით +11°.ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +25, ღამით +12°.
1747292485
პარლამენტის ყოფილი შენობის რეაბილიტაციისთვის ₾12,7 მლნ-ის ბოლო ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები გამოვლინდაქალაქ ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბის შექმნის მიზნით ყოფილი პარლამენტის შენობის რეაბილიტაციის მიზნით გამოცხადებულ ბოლო ორ ტენდერში გამარჯვებულები გამოვლინდა. ყოფილი პარლამენტის C კორპუსის ფასადის მედიაგანათების (3D Mapping) პროექტირების, მშენებლობის და მონტაჟის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი იყო - კომპანია “მაიჯიპიესი”, რომელიც სამუშაოებს 7 527 000 ლარად შეასრულებს. ამჟამად მიმდინარეობს ხელშეკრულების გაფორმება. "მაიჯიპიესის" მფლობელი და დირექტორი მიხეილ ჩაკაბერიაა. აღნიშნულ კომპანიას 30,5 მლნ-ის 62 ტენდერი აქვს მოგებული, ასევე, 5 მლნ ლარის 128 გამარტივებული შესყიდვა და 3,4 მლნ-ის 7 კონსოლიდირებული შესყიდვა.მეორე ტენდერი კი ეხება ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის აუზის, სახურავის და გუმბათის ჰიდრო და თბოსაიზოლაციო სამუშაოებს, რომელსაც 5 265 600 ლარად შპს "ჰიდროსერვი" შეასრულებს. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ გამოცხადებულ ამ ტენდერშიც ერთი კომპანია იყო პრეტენდენტი. მასთან ხელშეკრულება გუშინ, 13 მაისს გაფორმდა. შპს "ჰიდროსერვი"-ს მესაკუთრეები 25-25%-იანი წილით მამუკა მოძმანაშვილი, ლაშა შაყულაშვილი, დავით კიკაბიძე და ინეზა კიკაბიძე არიან. დირექტორი კი დავით მეტრეველი. ტენდერების მონიტორის მონაცემებით, კომპანიას 16 ტენდერი აქვს მოგებული 5,8 მლნ ლარის ჯამური ღირებულებით.GITA-სთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს "ჰიდროსერვმა" ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბის (ყოფილი პარლამენტის C კორპუსი) აუზისა და სახურავის ჰიდროსაიზოლაციო და გუმბათის თბოსაიზოლაციო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა მოამზადოს და სამშენებლო სამუშაოებიც შეასრულოს.სამშენებლო სამუშაოები მოიცავს: შენობა #2 და #3 დეკორატიული აუზების რეაბილიტაციას.- დეკორატიული აუზების #2 და #3 ზედაპირების ძველი იზოლაციიდან დაზიანებული, დეგრადირებული და ადგეზია მოკლებული კერების ამოჭრა-დემონტაჟი;- ზედაპირის მორეცხვა მაღალი წნევის წყლის ჭავლით და შესაბამისად მისი გასუფთავება მტვრისაგან და ჭუჭყისგან;- შესაბამისი სამუშაო ტექნოლოგიით აუზების იატაკის და კედლის ზედაპირზე ჰიდროსაიზოლაციო სისტემის მოწყობა გაფრქვევითი ტიპის პოლიურიით.- პოლიურიის შრეზე ულტრაიისფერ დასხივებაზე მედეგი და ცვეთამედეგი ჰიდროსაიზოლაციო სისტემით, შესაბამისი დამცავი ფენით. შენობა #1(7) ფიბრობეტონის გადახურვის ჰიდროიზო ლაციის რეაბილიტაციას.- ფიბრობეტონის ზედაპირის მორეცხვა მაღალი წნევის წყლის ჭავლით;- ფიბრობეტონის ზედაპირის დამუშავება ულტრაიისფერ დასხივებაზე მედეგი და ცვეთამედეგი მასალით;- შენობის გუმბათის მინის გადახურვის მორეცხვა მაღალი წნევის წყლის ჭავლით; -შენობა #1(7) მინა-პაკეტის გადახურვის ჰიდროიზოლაციის რეაბილიტაციას;- მინის ზედაპირის გადაბმის ადგილების მორეცხვა მაღალი წნევის წყლის ჭავლით და შესაბამისად მისი გასუფთავება მტვრისაგან და ჭუჭყისგან;- შენობის გუმბათის მინის გადახურვის დამაკავშირებელი პროფილების გადაბმის ადგილებზე ჰიდროიზოლაციის სისტემის მოწყობა. შენობა #1(7) მინა-პაკეტის ზედაპირზე მზის და სიცხის ამრეკლი ფირების ინსტალაცია. ხელშეკრულების მიხედვით, პროექტირებისა და მშენებლობის საერთო ხანგრძლივობა, მოსამზადებელი და სამობილიზაციო სამუშაოების ჩათვლით შეადგენს - არაუმეტეს 365 კალენდარულ დღეს, არაუგვიანეს 2026 წლის 13 მაისისა, ამასთან საპროექტო სამუშაოების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 60 კალენდარულ დღეს, არაუგვიანეს 2025 წლის 12 ივლისისა. მიმწოდებელი ვალდებულია დაგეგმილი ჰიდროიზოლაციის სამუშაოების სრულად განხორციელებამდე, პირველ ეტაპზე უზრუნველყოს შენობის შიდა სივრცეებში, მათ შორის სარდაფში, წყლის ჩამოსვლის სრულად შეჩერება არაუგვიანეს 10 სექტემბრისა.ცნობისთვის, ქუთაისის პარლამენტის შენობა პარლამენტის სესიებს 2012-2016 წლების განმავლობაში მასპინძლობდა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი ის სრულიად უფუნქციოდ დარჩა. 2023 წლის ივნისში მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის მოწყობის პროექტი დააანონსა, თუმცა ის ირაკლი კობახიძის მთავრობამ 2024 წლის აგვისტოში ხელახლა დააანონსა. პარლამენტის ყოფილ შენობაში 2025 წლისთვის ტექნოლოგიური ჰაბის გახსნა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დაევალა. გასული წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ GITA აღნიშნულ ტერიტორიაზე სომხურ კომპანია TUMO-ს სასწავლო ცენტრის მოწყობაში €1.8 მილიონს გადაუხდის.ამასთან, გასული წლის ოქტომბერში, ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის რეაბილიტაციის ₾21-მილიონიან ტენდერში კომპანია "თბილმა სახლმა" გაიმარჯვა. ხელშეკრულების თანახმად, მას სამუშაოების დასრულების 10-თვიანი ვადა აქვს. შესაბამისად, წესით სექტემბრამდე სამუშაოები უნდა დაასრულოს.