თამბაქოს მოხმარება და დავიწყებული თაობა - როგორ არის შესაძლებელი სიკვდილიანობის შემცირება?

ხალხი ქუჩაში

მსოფლიო მოსახლეობის ტენდენციის გათვალისწინებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ რამდენიმე ათეულ წელიწადში 65 წლის და მეტი ასაკის მქონე ინდივიდების წილი მოსახლეობაში გაორმაგდება და პირველად ისტორიაში, ბავშვების რაოდენობას გადააჭარბებს.

ამ უპრეცედენტო ძვრების მიუხედავად, უფროსი თაობის წარმომადგენლები ხშირად არ არიან გათვალისწინებულნი სამედიცინო კვლევებში, განსაკუთრებით კი ნიკოტინისა და თამბაქოს მოხმარების კონტექსტში, - ვკითხულობთ Medscape-ზე გამოქვეყნებულ კვლევაში. რის მიზეზადაც ავტორები უფროს თაობაში ორი ათწლეულის განმავლობაში ტრადიციული თამბაქოს მოხმარების მაჩვენებლის სტატიკურობას ასახელებენ.

მკვლევარები ვარაუდობენ, რომ აღნიშნული ტენდენციის გამომწვევი ფაქტორი მთავრობის მიერ შემუშავებული თამბაქოს კონტროლის სტრატეგიების სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებზე განსხვავებულად მოქმედებაა, რაც სავარაუდოდ, უფროს თაობაში ნიკოტინის შემცველი თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტების შესახებ დაბალი ცნობადობით, ნიკოტინისა და ტრადიციული სიგარეტის ზიანის შესახებ არასწორი წარმოდგენებით არის განპირობებული.

უფროსი თაობის მიმართ გამოვლენილი უყურადღებობა არ ამცირებს ტრადიციული თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული დაავადებების განვითარების რისკებს, არამედ - პირიქით. სამეცნიერო კვლევები აჩვენებს, რომ თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული დაავადებები ასაკთან დაკავშირებული დაავადებებია, ამის მტკიცებულება კი არის ის, რომ 65 წლის და უფროსი ასაკის მქონე მწეველების ჯანდაცვაზე 12-ჯერ უფრო მეტი ხარჯი მოდის, ვიდრე საშუალო ასაკის მწეველებზე.

აშშ-ს კიბოს საზოგადოების მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, მოწევასთან დაკავშირებული ონკოლოგიური დაავადებები 65 წლის შემდეგ ვლინდება, მათ შორის: ფილტვის, თირკმლის და შარდის ბუშტის კიბო. მეცნიერების განცხადებით, მართალია, ადამიანები მოწევას ადრეული ასაკიდან იწყებენ, თუმცა, მოწევასთან დაკავშირებული დაავადებები საკმაოდ გვიან ვლინდება.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხების განხილვის დროს, თამბაქოს ზიანის შემცირების შესახებ საუბრისას, ექსპერტები ძირითადად ყურადღებას ახალგაზრდების მიერ თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტების მოხმარების ინიცირებაზე ამახვილებენ.

უდავოა, რომ მნიშვნელოვანია მოხდეს არამწეველთა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების, მიერ თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი პროდუქტების მოხმარების დაწყების პრევენცია, თუმცა აღნიშნულმა ინიციატივამ ხელი არ უნდა შეუშალოს უფროსი თაობის ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის საჭირო ქმედებების განხორციელებას.

კვლევის ავტორების მიიჩნევენ, რომ ზიანის შემცირებასთან შედარებით დამოკიდებულების პრევენციისთვის პრიორიტეტის მინიჭება არაეთიკურ გადაწყვეტილებას წარმოადგენს. რადგან, თამბაქოს ალტერნატიულ მოწყობილობებს აქვთ შესაძლებლობა მნიშვნელოვნად შეამცირონ სიკვდილიანობის მაჩვენებელი და ხელი შეუწყოს საზოგადოებრივ ჯანდაცვას.

როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, მოსახლეობა სწორად ვერ აფასებს ზიანის შემცირების სტრატეგიის შესაძლებლობას, რადგან ეს მიდგომა ნიკოტინის შემცველ პროდუქტებს ეფუძნება. აღნიშნულ გამოწვევასთან გასამკლავებლად კი უფროსი თაობის წარმომადგენლებს უნდა ჰქონდეთ წვდომა მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციაზე.

სწორ და სანდო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ზრდა ხელს შეუწყობს მწეველთა მხრიდან გონივრული არჩევანის გაკეთებას, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე.

ინფორმაციისთვის, საქართველოში დღეს დაახლოებით 900 000 მწეველია, ყოველწლიურად მოწევასთან დაკავშირებული დაავადებებით კი 11 400 ადამიანი იღუპება. NCDC-ს მიერ 2020 წელს გამოქვეყნებული მონაცემებით, ქვეყანაში სრულწლოვან მწეველთა რაოდენობა 28.2%-ს უტოლდებოდა, ხოლო, 16 წლის მოზარდებში 12%-ს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში თამბაქოს ზიანის შემცირების შესახებ ცნობიერების ამაღლება ქმნის შესაძლებლობას ჯანდაცვის სისტემისთვის, გადაარჩინოს ათობით ათასი ადამიანის სიცოცხლე.