1737970096
ლოს-ანჯელესთან ხანძრის ახალი კერა გაჩნდა, რის გამოც სავალდებულო ევაკუაციის ბრძანება 31 000-ზე მეტი ადამიანისთვის გაიცა
აშშ-ის კალიფორნიის შტატში ლოს-ანჯელესის ჩრდილოეთით დაახლოებით 80 კმ-ში ხანძრის ახალი კერა გაჩნდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ხანძარი 9 400 აკრ ტერიტორიაზე სწრაფად გავრცელდა, რასაც ძლიერმა ქარმაც შეუწყო ხელი. შექმნილი მდგომარეობის გამო, სავალდებულო ევაკუაციის ბრძანება 31 000-ზე მეტი ადამიანისთვის გაიცა, 23 000-მა კი ევაკუაციის გაფრთხილება მიიღო.
რაც შეეხება ხანძრის ორ კერას, რომელიც ლოს-ანჯელესში 7 იანვარს გაჩნდა, მეხანძრეებმა მათი კიდევ უფრო დიდი ნაწილის გაკონტროლება შეძლეს. ამ დროისთვის ლოკალიზებულია იტონის ხანძრის 91%-ი და პალისეიდსის ხანძრის 68%.
ცნობისთვის, აღნიშნულ ხანძრებს 28 ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ან განადგურდა თითქმის 16 000 შენობა-ნაგებობა.
1737958500
1737955800
თბილისის რომელ ქუჩებს შეეზღუდება 27 იანვარს ელექტრომომარაგება?თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 27 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.ვაკის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, თამარაშვილის და სვანიძის ქუჩების მოსახლეობას.დიდუბის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის IV, VI კვარტალების და მიქელაძის ქუჩის მოსახლეობას.ჩუღურეთის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინოშვილის ქუჩის მოსახლეობას.სამგორის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თვალჭრელიძის ქუჩის მოსახლეობას.კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
1737955200
27 იანვარი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27 იანვარს ამინდი განპირობებული იქნება ამიერკავკასიისჩრდილოეთიდან მოქმედი ცივი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული შედარებით თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ზოგან ნისლი. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი.სოხუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +12°;ბათუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +13°;ქობულეთი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +13°;ქუთაისი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +15°;ზუგდიდი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +15°;ანაკლია: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +15°;ოზურგეთი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +13°;ონი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +7°;გორი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +8°;ცხინვალი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +7°;თბილისი: უმეტესად უნალექოდ. იქროლებს სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: +8°;მარნეული: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +7°;რუსთავი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +9°;ახალციხე: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +5°;ბორჯომი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +5°;ბაკურიანი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +3°;სტეფანწმინდა: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +1°;თელავი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +7°.
1737900448
ჩინური ქალაქი, სადაც “ოქრო“ ხეებზე იზრდება - 500 გრამი ქერქი 9 650 დოლარი ღირსქსინჰუი (Xinhui) ჩინეთის მშვიდი ქალაქია, სადაც მოსახლეობა ბუნებასთან იდილიაში ცხოვრობს. თუმცა, ყოველ შემოდგომაზე და ზამთარში მისი ქუჩები უნიკალური სურნელით ივსება, რომელიც ქალაქის უძველეს ისტორიას მოგვითხრობს - აქ გამხმარი მანდარინის ძველ, გამომშრალ ქერქს “ოქროს“ ფასი აქვს.ძვირფასი ლითონის მსგავსად, აქ მანდარინის გამომშრალი ქერქის ფასი შეიძლება უზარმაზარი თანხა ღირდეს.ქსინჰუი ჯიანგმენის აღმოსავლეთ მხარეს, სამხრეთ გუანდონგის პროვინციაში. ხეების მწკრივები, უსახური ქარხნები და ფერმები ახალ გზატკეცილებზეა. ხანდახან ჩნდება მბზინავი მინის ცათამბჯენი, რომელიც ტერიტორიის ეკონომიკური აღმავლობის სიმბოლოა.„ეს არის Jiangman Wanda Plaza, ყველაზე მაღალი ცათამბჯენი ჯიანგმენში. რა თქმა უნდა, ეს არაფერია ჰონგ კონგის ცათამბჯენებთან შედარებით, მაგრამ მაინც შთამბეჭდავია. ქალაქი განვითარდა“, - ამბობს რაიონის მცხოვრები ჟოუ ჟივეი, რომელიც თავის მეგობარს, თავისი ბრწყინვალე თეთრი პორშეთი ასეირნებს.ძველი მანდარინის ქერქის ჯანმრთელობის სარგებელიმიუხედავად იმისა, რომ მანდარინი შეიძლება სხვა რეგიონებშიც გაიზარდოს, მხოლოდ ქსინჰუიში მოკრეფილი ხილის ფასია განსაკუთრებით მაღალი.ჩინური სამკურნალო ბალახის, დაძველებული მანდარინის ქერქის სარგებელი ჯანმრთელობისთვის ჯერ კიდევ სამხრეთ სონგის დინასტიაში (1127–1279) დადასტურდა.„წყლისა და ნიადაგის შემადგენლობამ ეს ადგილი იდეალური გახადა მანდარინის მოსაყვანად. ითვლება, რომ აქ მოყვანილი მანდარინის ქერქი უფრო მდიდარია და შეიცავს მეტ მიკროელემენტებს, ვიდრე სხვები,“ - ამბობს ადგილობრივი სახელად - ლი, რომელიც ჰონგ კონგის მიშლენის ვარსკვლავიანი რესტორნის The Legacy House-ის შეფ-მზარეულია.მანდარინის ქერქს "ჩენპი" ეწოდება (დაძველებული კანი, მეცნიერულად უწოდებენ Citri Reticulatae Pericarpium). ის მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვლება სასარგებლოდ, თუ ყოველ შემოდგომაზე და ზამთარში ზედიზედ სამი წელი მაინც აშრობენ მზეზე, ხოლო წლის დანარჩენ პერიოდში საგულდაგულოდ ინახება.ქერქის ოთხი ძირითადი ტიპი არსებობს: მწვანე მანდარინის ქერქი (მოკრეფილი მომწიფებამდე); მანდარინის ღია ქერქი (მოკრეფილი ნოემბერში); დიდი წითელი მანდარინის ქერქი (სრულად მწიფდება დაახლოებით დეკემბერში); დიდი წითელი მანდარინის ზამთრის შემდგომი კანი (შეგროვებული ზამთრის შემდეგ, როცა მანდარინებს მეტი შაქარი აქვთ). ამბობენ, რომ ჩენპი გამოიყენებოდა პეკინის აკრძალულ ქალაქში მცხოვრები იმპერატორების კერძებში. დღეს ეს ინგრედიენტი ფართოდ გამოიყენება ტრადიციულ სამკურნალო რეცეპტებში და ყოველდღიურ კულინარიაში, განსაკუთრებით სამხრეთ ჩინეთში.ჩენპის სხვადასხვა ტიპსა და ასაკს აქვს სხვადასხვა სამკურნალო გამოყენება, მაგრამ ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში ითვლება, რომ ისინი აძლიერებენ ელენთას, ხელს უწყობენ საჭმლის მონელებას და აუმჯობესებენ სუნთქვის ფუნქციას.თანამედროვე კვლევებმა აჩვენა, რომ ჩენპი შეიცავს ანტიოქსიდანტებს და ფლავონოიდებს (კიბოს საწინააღმდეგო კომპონენტი), ასევე აქვს არტერიული წნევის სტაბილიზაციისა და სიმსუქნის პრევენციის პოტენციალი.და როგორც კარგი ღვინო, რაც უფრო ძველია ჩენპი, მით უფრო ღირებული ხდება.ამჟამად ლი სერტიფიცირებული ჩენპის შემფასებელი, Xinhui Chenpi ინდუსტრიის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი და მანდარინის ქერქის მთავარი მოვაჭრე-მწარმოებელია.“როდესაც მამაჩემმა და ბაბუამ მანდარინის ხეები გააშენეს, ზემოდან გვიყურებდნენ. ჩვენ ვითვლებოდით უსარგებლო დილერებად. მაგრამ ვიცოდი, რომ არსებობდა პოტენციალი. შემდეგ ჩენპით ვაჭრობა დავიწყე“,- ამბობს ლი.და ის მართალი იყო. ჩენპის ინდუსტრია ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში აყვავდა.2023 წლისთვის, 1968 წელს წარმოებული ნახევარი კილოგრამი ხმელი მანდარინის ქერქი ჰონგ კონგში აუქციონზე 9 646 აშშ დოლარად გაიყიდა.იმავე წელს ქსინჰუი გახდა პირველი და ერთადერთი უბანი ჯიანგმენში, რომელმაც აღნიშნული პროდუქტის წარმოებით, ქალაქის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით მეოთხედი - 13.8 მილიარდი აშშ დოლარი გამოიმუშავა.ქალაქი იმდენად განვითარდა მანდარინის ქერქის გამო, რომ ახლა ყოველწლიურად დაახლოებით 163 ტონა ჩენპს აწარმოებს.ბაზრის რევოლუციაშეფ ლი რეგულარულად მოგზაურობს ჰონგ კონგსა და სინჰუის შორის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, რათა შეისწავლოს ინგრედიენტები მისი ყოველწლიური “მანდარინის ქერქის ბანკეტისთვის“.ის ჩენპს ბევრ კერძში იყენებს. მაგალითად, ორთქლზე მოხარშულ თევზთან, იხვთან და ა.შ.ამჟამად, 50 წლით დაძველებული 500 გრამი ჩენპი ღირს დაახლოებით 9 650 აშშ დოლარი ღირს. ხოლო ჩენპისგან შედგენილი სხვადასხვა სეტის საფასური 13 700 აშშ დოლარიდან იწყება.წყარო: cnn.com
1737891894
ტრამპი TikTok-ის ბედს ერთ თვეში გადაწყვეტსსაინფორმაციო სააგენტო Reuters -ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, TikTok-ის შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს და სავარაუდოდ, გადაწყვეტილებას მომდევნო 30 დღის განმავლობაში მიიღებს. Reuters-ის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია მუშაობს გეგმაზე, რომელიც ინვესტორების მოზიდვას, მონაცემთა შეგროვებისა და პროგრამული უზრუნველყოფის განახლებების მოთავსებას Oracle-ის კონტროლის ქვეშ გულისხმობს.სავარაუდოდ, პლატფორმის დედა კომპანია, ByteDance კომპანიაში წილს შეინარჩუნებს, თუმცა, მონაცემთა შეგროვებასა და პროგრამული უზრუნველყოფის განახლებების ზედამხედველობაზე პასუხისმგებლობას Oracle აიღებს.„ბევრ ადამიანს ვესაუბრე TikTok-ის შესახებ და არის დიდი ინტერესი მის მიმართ. [...] ბევრი სერიოზული ადამიანი მელაპარაკება TikTok-ის ყიდვის შესახებ. გადაწყვეტილებას ალბათ უახლოეს 30 დღეში მივიღებ. თუ ჩვენ შევძლებთ TikTok-ის გადარჩენას, ვფიქრობ, ეს კარგი იქნება“, - უთხრა ჟურნალისტებს ტრამპმა.შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულ შტატებში 19 იანვარს, TikTok-ის პოტენციური აკრძალვის ამოქმედებამდე, ამერიკული აპლიკაციის შეძენის სურვილი რამდენიმე მილიარდერმა, ასევე რამდენიმე კომპანიამ და ინვესტორებმა გამოხატეს. თუმცა თეთრ სახლში დაბრუნების პირველივე დღეს დონალდ ტრამპმა TikTok-ის აკრძალვის დროებით გაუქმების ბრძანებას ხელი მოაწერა, რითაც ჩინურ კომპანიას ბიზნესის გასხვისების ვადა გაუხანგრძლივდა.გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთის მთავრობა TikTok-ის ერთ-ერთ მყიდველად ილონ მასკს განიხილავდა. პოპულარული სოციალური პლატფორმა TikTok-ის შესაძენად ინვესტორთა ახალ ჯგუფს მსოფლიოს ყველაზე შემოსავლიანი კონტენტკრეატორი ჯიმი დონალდსონიც შეუერთდა. ამერიკელი ინვესტორებისგან დაკომპლექტებულ ჯგუფს ტექნოლოგიური სფეროს ანტრეპრენიორი ჯეს ტინსლი ხელმძღვანელობს.
1737885000
სად შენდება და როგორი იქნება მსოფლიოს 625 უმდიდრესი ადამიანისთვის "განკითხვის დღის" ბუნკერიმესამე მსოფლიო ომისა და პოტენციური აპოკალიფსის შიში აძლიერებს უსაფრთხო მიწისქვეშა თავშესაფრების შენების ტენდენციას.ცნობილი ხდება, რომ ამერიკული კომპანია SAFE აშენებს მდიდრულ მიწისქვეშა ბუნკერს Aerie-ს ("არწივის ბუდე“) ვირჯინიის შტატში, თეთრი სახლიდან არც თუ ისე შორს. "თავშესაფარი იქმნება მსოფლიოს 625 უმდიდრესი ადამიანისთვის გლობალური კატასტროფისგან თავის დასახსნელად", - წერს Daily Mail.მიწისქვეშა კომპლექსი, რომლის ჯამური ღირებულება 300 მილიონი დოლარია, აღჭურვილი იქნება საცურაო აუზებით, ძვირადღირებული ოთახებით, მაღალი კლასის რესტორნებით, ბოულინგის დარბაზებით, ყინულის ოთახით და ცოცვისთვის განკუთვნილი კედლით. გარდა ამისა, ბუნკერს ექნება ინტერაქციული კედლები, რომლებიც შექმნის მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ყოფნის ილუზიას. ამასთანავე, კომპლექსში იქნება ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით აღჭურვილი სამედიცინო ლუქსი, სადაც გამაჯანსაღებელი პროგრამებით სარგებლობის შესაძლებლობა იქნება.მიწისქვეშა საცხოვრებელი ფართები მრავალი სართულით Aerie-შიროგორც უკვე აღვნიშნეთ, პროექტს განახორციელებს SAFE (Strategically Armored & Fortified Environments), ვირჯინიაში დაფუძნებული კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია უსაფრთხო უძრავი ქონების მშენებლობაში.მიწისქვეშა სამედიცინო კომპლექსიმიწისქვეშა საცურაო აუზი ციფრული კედლებით, რომელიც ქმნის ქალაქის ხედების ილუზიასSAFE-მა წარმოადგინა მდიდრული მიწისქვეშა ციხე-სიმაგრის მშენებლობის გეგმები და პირობა დადო, რომ მშენებლობას 2026 წლისთვის დაასრულებს. კომპანია აპირებს ე.წ. განკითხვის დღის საცხოვრებელი ბუნკერების ქსელის შექმნას, მიწისქვეშა ციხე-სიმაგრეების აშენება იგეგმება აშშ-ს 50 ქალაქში და 1000 შვილობილი ლოკაციით მთელ მსოფლიოში.ბუნკერში საცხოვრებელი ფართობის ღირებულება 20 მილიონი დოლარიდან დაიწყება.SAFE-ის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ბუნკერის თეთრ სახლთან სიახლოვე არის შემთხვევითობა და საერთო არაფერი აქვს აქვს გლობალურ პოლიტიკურ დაძაბულობასთან.როგორც Daily Mail აღნიშნავს, მსგავსი პროექტების მიმართ ინტერესი უკვე გამოთქვეს ისეთმა ცნობილმა ადამიანებმა, როგორებიც არიან რეალით შოუს ვარსკვლავი.Safe-ის დამფუძნებელი ალ კორბი სამედიცინო მიმართულების დირექტორ ნაომი კორბისთან ერთად Aerie-ს სამშენებლო მოედანზეSAFE-ის დამფუძნებლისა და და პრეზიდენტის ალ კორბის თქმით, თავშესაფარი ფოკუსირებული იქნება როგორც კონფიდენციალურობაზე, ასევე უსაფრთხოებაზე.ეს ციხესიმაგრე მხოლოდ ერთ-ერთია იმ მსგავს თავშესაფრებს შორის, რომლებიც ბოლო წლებში სუპერმდიდრებისთვის აშენდა.მომხმარებლები, რომლებიც იხდიან სოლიდური თანხას, შეძლებენ ბუნკერს შეაფარონ თავი, არა მხოლოდ სამყაროს აღსასრულის შემთხვევაში, არამედ შეძლებენ კაფსულებში შესვლას, როდესაც კი იგრძნობენ, რომ რაიმე ტიპის მნიშვნელოვან საფრთხეს.