1737970096
ჩინური ქალაქი, სადაც “ოქრო“ ხეებზე იზრდება - 500 გრამი ქერქი 9 650 დოლარი ღირს
ქსინჰუი (Xinhui) ჩინეთის მშვიდი ქალაქია, სადაც მოსახლეობა ბუნებასთან იდილიაში ცხოვრობს. თუმცა, ყოველ შემოდგომაზე და ზამთარში მისი ქუჩები უნიკალური სურნელით ივსება, რომელიც ქალაქის უძველეს ისტორიას მოგვითხრობს - აქ გამხმარი მანდარინის ძველ, გამომშრალ ქერქს “ოქროს“ ფასი აქვს.
ძვირფასი ლითონის მსგავსად, აქ მანდარინის გამომშრალი ქერქის ფასი შეიძლება უზარმაზარი თანხა ღირდეს.
ქსინჰუი ჯიანგმენის აღმოსავლეთ მხარეს, სამხრეთ გუანდონგის პროვინციაში. ხეების მწკრივები, უსახური ქარხნები და ფერმები ახალ გზატკეცილებზეა. ხანდახან ჩნდება მბზინავი მინის ცათამბჯენი, რომელიც ტერიტორიის ეკონომიკური აღმავლობის სიმბოლოა.
„ეს არის Jiangman Wanda Plaza, ყველაზე მაღალი ცათამბჯენი ჯიანგმენში. რა თქმა უნდა, ეს არაფერია ჰონგ კონგის ცათამბჯენებთან შედარებით, მაგრამ მაინც შთამბეჭდავია. ქალაქი განვითარდა“, - ამბობს რაიონის მცხოვრები ჟოუ ჟივეი, რომელიც თავის მეგობარს, თავისი ბრწყინვალე თეთრი პორშეთი ასეირნებს.
ძველი მანდარინის ქერქის ჯანმრთელობის სარგებელი
მიუხედავად იმისა, რომ მანდარინი შეიძლება სხვა რეგიონებშიც გაიზარდოს, მხოლოდ ქსინჰუიში მოკრეფილი ხილის ფასია განსაკუთრებით მაღალი.
ჩინური სამკურნალო ბალახის, დაძველებული მანდარინის ქერქის სარგებელი ჯანმრთელობისთვის ჯერ კიდევ სამხრეთ სონგის დინასტიაში (1127–1279) დადასტურდა.
„წყლისა და ნიადაგის შემადგენლობამ ეს ადგილი იდეალური გახადა მანდარინის მოსაყვანად. ითვლება, რომ აქ მოყვანილი მანდარინის ქერქი უფრო მდიდარია და შეიცავს მეტ მიკროელემენტებს, ვიდრე სხვები,“ - ამბობს ადგილობრივი სახელად - ლი, რომელიც ჰონგ კონგის მიშლენის ვარსკვლავიანი რესტორნის The Legacy House-ის შეფ-მზარეულია.
მანდარინის ქერქს "ჩენპი" ეწოდება (დაძველებული კანი, მეცნიერულად უწოდებენ Citri Reticulatae Pericarpium). ის მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვლება სასარგებლოდ, თუ ყოველ შემოდგომაზე და ზამთარში ზედიზედ სამი წელი მაინც აშრობენ მზეზე, ხოლო წლის დანარჩენ პერიოდში საგულდაგულოდ ინახება.
ქერქის ოთხი ძირითადი ტიპი არსებობს:
- მწვანე მანდარინის ქერქი (მოკრეფილი მომწიფებამდე);
- მანდარინის ღია ქერქი (მოკრეფილი ნოემბერში);
- დიდი წითელი მანდარინის ქერქი (სრულად მწიფდება დაახლოებით დეკემბერში);
- დიდი წითელი მანდარინის ზამთრის შემდგომი კანი (შეგროვებული ზამთრის შემდეგ, როცა მანდარინებს მეტი შაქარი აქვთ).
ამბობენ, რომ ჩენპი გამოიყენებოდა პეკინის აკრძალულ ქალაქში მცხოვრები იმპერატორების კერძებში. დღეს ეს ინგრედიენტი ფართოდ გამოიყენება ტრადიციულ სამკურნალო რეცეპტებში და ყოველდღიურ კულინარიაში, განსაკუთრებით სამხრეთ ჩინეთში.
ჩენპის სხვადასხვა ტიპსა და ასაკს აქვს სხვადასხვა სამკურნალო გამოყენება, მაგრამ ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში ითვლება, რომ ისინი აძლიერებენ ელენთას, ხელს უწყობენ საჭმლის მონელებას და აუმჯობესებენ სუნთქვის ფუნქციას.
თანამედროვე კვლევებმა აჩვენა, რომ ჩენპი შეიცავს ანტიოქსიდანტებს და ფლავონოიდებს (კიბოს საწინააღმდეგო კომპონენტი), ასევე აქვს არტერიული წნევის სტაბილიზაციისა და სიმსუქნის პრევენციის პოტენციალი.
და როგორც კარგი ღვინო, რაც უფრო ძველია ჩენპი, მით უფრო ღირებული ხდება.
ამჟამად ლი სერტიფიცირებული ჩენპის შემფასებელი, Xinhui Chenpi ინდუსტრიის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი და მანდარინის ქერქის მთავარი მოვაჭრე-მწარმოებელია.
“როდესაც მამაჩემმა და ბაბუამ მანდარინის ხეები გააშენეს, ზემოდან გვიყურებდნენ. ჩვენ ვითვლებოდით უსარგებლო დილერებად. მაგრამ ვიცოდი, რომ არსებობდა პოტენციალი. შემდეგ ჩენპით ვაჭრობა დავიწყე“,- ამბობს ლი.
და ის მართალი იყო. ჩენპის ინდუსტრია ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში აყვავდა.
2023 წლისთვის, 1968 წელს წარმოებული ნახევარი კილოგრამი ხმელი მანდარინის ქერქი ჰონგ კონგში აუქციონზე 9 646 აშშ დოლარად გაიყიდა.
იმავე წელს ქსინჰუი გახდა პირველი და ერთადერთი უბანი ჯიანგმენში, რომელმაც აღნიშნული პროდუქტის წარმოებით, ქალაქის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით მეოთხედი - 13.8 მილიარდი აშშ დოლარი გამოიმუშავა.
ქალაქი იმდენად განვითარდა მანდარინის ქერქის გამო, რომ ახლა ყოველწლიურად დაახლოებით 163 ტონა ჩენპს აწარმოებს.
ბაზრის რევოლუცია
შეფ ლი რეგულარულად მოგზაურობს ჰონგ კონგსა და სინჰუის შორის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, რათა შეისწავლოს ინგრედიენტები მისი ყოველწლიური “მანდარინის ქერქის ბანკეტისთვის“.
ის ჩენპს ბევრ კერძში იყენებს. მაგალითად, ორთქლზე მოხარშულ თევზთან, იხვთან და ა.შ.
ამჟამად, 50 წლით დაძველებული 500 გრამი ჩენპი ღირს დაახლოებით 9 650 აშშ დოლარი ღირს. ხოლო ჩენპისგან შედგენილი სხვადასხვა სეტის საფასური 13 700 აშშ დოლარიდან იწყება.
წყარო: cnn.com