1737970096
სად შენდება და როგორი იქნება მსოფლიოს 625 უმდიდრესი ადამიანისთვის "განკითხვის დღის" ბუნკერი
მესამე მსოფლიო ომისა და პოტენციური აპოკალიფსის შიში აძლიერებს უსაფრთხო მიწისქვეშა თავშესაფრების შენების ტენდენციას.
ცნობილი ხდება, რომ ამერიკული კომპანია SAFE აშენებს მდიდრულ მიწისქვეშა ბუნკერს Aerie-ს ("არწივის ბუდე“) ვირჯინიის შტატში, თეთრი სახლიდან არც თუ ისე შორს. "თავშესაფარი იქმნება მსოფლიოს 625 უმდიდრესი ადამიანისთვის გლობალური კატასტროფისგან თავის დასახსნელად", - წერს Daily Mail.
მიწისქვეშა კომპლექსი, რომლის ჯამური ღირებულება 300 მილიონი დოლარია, აღჭურვილი იქნება საცურაო აუზებით, ძვირადღირებული ოთახებით, მაღალი კლასის რესტორნებით, ბოულინგის დარბაზებით, ყინულის ოთახით და ცოცვისთვის განკუთვნილი კედლით. გარდა ამისა, ბუნკერს ექნება ინტერაქციული კედლები, რომლებიც შექმნის მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ყოფნის ილუზიას. ამასთანავე, კომპლექსში იქნება ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით აღჭურვილი სამედიცინო ლუქსი, სადაც გამაჯანსაღებელი პროგრამებით სარგებლობის შესაძლებლობა იქნება.
მიწისქვეშა საცხოვრებელი ფართები მრავალი სართულით Aerie-ში
როგორც უკვე აღვნიშნეთ, პროექტს განახორციელებს SAFE (Strategically Armored & Fortified Environments), ვირჯინიაში დაფუძნებული კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია უსაფრთხო უძრავი ქონების მშენებლობაში.
მიწისქვეშა სამედიცინო კომპლექსი
მიწისქვეშა საცურაო აუზი ციფრული კედლებით, რომელიც ქმნის ქალაქის ხედების ილუზიას
SAFE-მა წარმოადგინა მდიდრული მიწისქვეშა ციხე-სიმაგრის მშენებლობის გეგმები და პირობა დადო, რომ მშენებლობას 2026 წლისთვის დაასრულებს. კომპანია აპირებს ე.წ. განკითხვის დღის საცხოვრებელი ბუნკერების ქსელის შექმნას, მიწისქვეშა ციხე-სიმაგრეების აშენება იგეგმება აშშ-ს 50 ქალაქში და 1000 შვილობილი ლოკაციით მთელ მსოფლიოში.
ბუნკერში საცხოვრებელი ფართობის ღირებულება 20 მილიონი დოლარიდან დაიწყება.
SAFE-ის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ბუნკერის თეთრ სახლთან სიახლოვე არის შემთხვევითობა და საერთო არაფერი აქვს აქვს გლობალურ პოლიტიკურ დაძაბულობასთან.
როგორც Daily Mail აღნიშნავს, მსგავსი პროექტების მიმართ ინტერესი უკვე გამოთქვეს ისეთმა ცნობილმა ადამიანებმა, როგორებიც არიან რეალით შოუს ვარსკვლავი.
Safe-ის დამფუძნებელი ალ კორბი სამედიცინო მიმართულების დირექტორ ნაომი კორბისთან ერთად Aerie-ს სამშენებლო მოედანზე
SAFE-ის დამფუძნებლისა და და პრეზიდენტის ალ კორბის თქმით, თავშესაფარი ფოკუსირებული იქნება როგორც კონფიდენციალურობაზე, ასევე უსაფრთხოებაზე.
ეს ციხესიმაგრე მხოლოდ ერთ-ერთია იმ მსგავს თავშესაფრებს შორის, რომლებიც ბოლო წლებში სუპერმდიდრებისთვის აშენდა.
მომხმარებლები, რომლებიც იხდიან სოლიდური თანხას, შეძლებენ ბუნკერს შეაფარონ თავი, არა მხოლოდ სამყაროს აღსასრულის შემთხვევაში, არამედ შეძლებენ კაფსულებში შესვლას, როდესაც კი იგრძნობენ, რომ რაიმე ტიპის მნიშვნელოვან საფრთხეს.