წელს საქართველოში 5 წლის ბავშვების ვაქცინაცია დაიწყება – თამარ გაბუნიას კომენტარი

აცრა

საქართველოში წელს 5-დან 11 წლამდე ბავშვების ვაქცინაციის დაწყება იგეგმება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში უკვე მიმდინარეობს 12 წლის ასაკიდან ბავშვების იმუნიზაცია და დაგეგმილია უფრო მცირე ასაკის ბავშვების ვაქცინაციაც, რაც რეკომენდებულია ყველა წამყვანი ორგანიზაციის მიერ. 

„ამისთვის საჭიროა სპეციალური ვაქცინის შესყიდვა, ამაზე მოლაპარკებები დაწყებულია – საუბარია ფაიზერის ვაქცინაზე. ვფიქრობ, წელს იქნება შესაძლებელი, 5-დან 12 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს შევთავაზოთ ვაქცინა, რადგან თუ ჩვენ არ მივაღწიეთ საერთო მოსახლეობის 70 პროცენტის ვაქცინაციას მიმდინღე წლის

ივლისის თვისთვის, პანდემიიდან გამოსვლა ძალიან რთული იქნება,“- განაცხადა გაბუნიამ.

jandacva.ge