უბილეთო მგზავრების ჯარიმებიდან ბიუჯეტში 7-ჯერ მეტი თანხა შევიდა

მეტრო, ავტობუსი

2022 წლის განმავლობაში უბილეთო მგზავრებისგან ბიუჯეტში ჯარიმის სახით 2,294,426.48 ლარი შევიდა, რაც 7-ჯერ მეტია 2021 წლის მაჩვენებლებთან შედარებით.

როგორც 2021 წლის იანვარ-დეკემბრის საქართველოს ნაერთ ბიუჯეტშია (კონსოლიდაციის გარეშე) აღნიშნული, საანგარიშო პერიოდში უბილეთო მგზავრობის გამო ბიუჯეტში ჯარიმის სახით 334,731.40 ლარი შევიდა. 

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტების მიხედვით უბილეთო მგზავრების ჯარიმები სხვადასხვაა.