1760256360
ვერცხლის ფასი ერთ წელში გაორმაგდა - რა ღირს 1 გრამი საქართველოში

გლობალურ ბაზრებზე ვერცხლის ფასი ერთი დღეში 3%-ით გაიზარდა. კერძოდ, ბოლო ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ვერცხლი ბაზრებზე 50 დოლარად ივაჭრება.
აღსანიშნავია, რომ ფასები ერთ თვეში თითქმის 17%-ით, ხოლო ერთი წლის განმავლობაში 50%-ით არის გაზრდილი.
Trading Economics-ის ცნობით, ვერცხლის ფასის ზრდას ხელი შეუწყო გლობალურად არსებულმა გაურკვევლობამ და უსაფრთხოების გამოწვევებმა. კერძოდ, პარასკევს ფასებმა ზრდა განაგრძო მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან დაგეგმილი შეხვედრა არ შედგეს. ამასთანავე, ტრამპმა ჩინეთიდან იმპორტზე ტარიფების ზრდა დააანონსა.
ამასთანავე, ინვესტორები ელიან, რომ ამერიკის ფედერალური რეზერვები საპროცენტო განაკვეთს კიდევ უფრო შეამცირებს. ამას ემატება გლობალური პოლიტიკური გაურკვევლობა, მათ შორის აშშ-ის მთავრობის „ლოქდაუნი“, საფრანგეთში არეულობა და იაპონიაში ხელმძღვანელობის ცვლილება, რაც ხელს უწყობს ვერცხლზე მოთხოვნისა და შესაბამისად, ფასების ზრდას.
რაც შეეხება საქართველოს, ბოლო მდგომარეობით, 1 გრამი 999 სინჯის ვერცხლის გაყიდვა 4.65 ლარად, ხოლო ყიდვა 3.85 ლარად არის შესაძლებელი. ამასთანავე, ყველაზე დაბალსინჯიანი (800) ვერცხლის შესყიდვა 3.08 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა კი 3.72 ლარის ფარგლებშია.
1760273282
ქართული ლეღვის 99% ექსპორტზე რუსეთში გავიდა - როგორია საშუალო ფასი2025 წლის იანვარ-აგვისტოში ქართული ლეღვის ექსპორტი წლიურად თითქმის 10%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ ირკვევა საქსტატის მონაცემებიდან.კერძოდ, წელს საანგარიშო პერიოდში ექსპორტზე გავიდა 1.356 მილიონი დოლარის (ჯამში 1 032 ტონა) ღირებულების ქართული ლეღვი. ეს კი მაშინ, როცა შარშან 1.234 მლნ დოლარის ღირებულების (სულ 972 ტონა) ლეღვის ადგილობრივი ექსპორტი განხორციელდა.მონაცემები აჩვენებს, რომ წელს შარშანდელთან შედარებით, ქართული ლეღვის საექსპორტო ფასი გადასახადების გარეშე მცირედით გაიზარდა. უფრო დეტალურად, წელს 1 კგ-ის ექსპორტი საშუალოდ 1.31 დოლარი ჯდებოდა, შარშან კი 1.27 დოლარის ფარგლებში იყო.აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული ლეღვის ძირითად საექსპორტო ბაზარს რუსეთი წარმოადგენს. „ბიზნესპრესნიუსის“ დათვლით, რუსეთის წილი წელს ლეღვის ექსპორტში თითქმის 99%-ს შეადგენდა.უფრო დეტალურად, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში რუსეთში 1.342 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 1017 ტონა ლეღვის ექსპორტი განხორციელდა.გარდა რუსეთისა, წელს ლეღვი გავიდა სომხეთის ბაზარზეც. კერძოდ, ამ შემთხვევაში ექსპორტირებულია 13.7 ათასი დოლარის 15 ტონა ლეღვი.
1760249040
ტოქსიკოლოგი თემურ კობიძე - საქართველოში სოკოთი მოწამვლის შემთხვევები გახშირდატოქსიკოლოგ თემურ კობიძის განცხადებით, საქართველოში სოკოთი მოწამვლის შემთხვევები გახშირდა, რაც ყველაზე მეტად იმერეთის რეგიონში ფიქსირდება.როგორც მან მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, საკვებად ვარგისი სოკოს გვერდით იზრდება მისი შხამიანი ორეულები, რომლებიც ძალიან ძნელი გასარჩევია.„საქართველოში, რეგიონების მიხედვით მოწამვლის შემთხვევებით ახლა იმერეთის რეგიონი ლიდერობს: ზესტაფონი, საჩხერე, ჭიათურა, სადაც ყველაზე ხშირია გავრცელება. ასევე, მთელ კახეთში, სვანეთიდან ჩამოიყვანეს ორი ადამიანი. რაჭაშიც ვრცელდება, შიდა ქართლშიც. ყველა ადამიანს ჰგონია, რომ სოკო საკვებად ვარგისია. საკვებად ვარგისი სოკოს გვერდით იზრდება მისი შხამიანი ორეულები, რომელიც ძალიან ძნელად გასარჩევია, მით უმეტეს გამოუცდელი თვალისთვის“, - განაცხადა თემურ კობიძემ.მან მოსახლეობას მოუწოდა, არ შეიძინონ სოკო ქუჩაში და თავი შეიკავონ თავად მოკრეფისგან.„მოსახლეობა მინდა გავაფრთხილო, მაქსიმალურად შეიკავონ თავი სოკოს თავად მოკრეფისგან, იქნება ეს ტყეში თუ მინდორში, რადგან საიმედო არ არის, შესაძლებელია ადვილად შეეშალოთ და მოიწამლონ. საბედნიეროდ, საქართველოში ლეტალური შემთხვევა არ გვქონია“, - განაცხადა მან.როგორც ტოქსიკოლოგმა განმარტა, სოკოთი ინტოქსიკაცია ვითარდება ასევე მისი არასწორი შენახვის ან არასწორი კულინარული დამუშავების შედეგად.„დაუწერელი კანონია, რომ სოკოთი მომზადებული კერძი არ შეიძლება დიდხანს იყოს შენახული, უნდა იყოს ემალირებულ ჭურჭელში, მაქსიმუმ მეორე დღემდე მაცივარში. მეორე დღის შემდეგ, მისი მიღება სასურველი არ არის“, - განაცხადა თემურ კობიძემ.მისი განმარტებით, არსებობს ისეთი ჯიშის სოკოც, რომლის ალკოჰოლთან ერთად მიღების შედეგად ვითარდება მოწამვლა, რასაც ახასიათებს უგონო მდგომარეობა და კრუნჩხვა.ამასთან, ტოქსიკოლოგმა სოკოთი ინტოქსიკაციის სიმპტომებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ მას ახასიათებს კიდურების დაბუჟება, ცივი ოფლი, გულისცემის აჩქარება, მხედველობის დაბინდვა, ძილიანობა, ძლიერი სისუსტე და უგონო მდგომარეობა.bpn.ge
1760005421
პრეზიდენტის დადგენილება - უზბეკეთის მთავრობაში ხელოვნური ინტელექტი 2000-ზე მეტ ჩინოვნიკს ჩაანაცვლებსუზბეკეთის მთავრობა ოქტომბრის ბოლომდე 2000-ზე მეტი საჯარო მოხელის გათავისუფლებას გეგმავს, რაც მთავრობის აპარატში ხელოვნური ინტელექტის სისტემების დანერგვას უკავშირდება. ამას პრეზიდენტ შავკატ მირზიოევის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება ითვალისწინებს, სახელწოდებით, „რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობაში გაციფრულების ფართოდ დანერგვის გზით მმართველი საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციის ზომების შესახებ“.პრეზიდენტის ბრძანებულება ეროვნულ საკანონმდებლო მონაცემთა ბაზაში გამოქვეყნდა, რასაც The Moscow Times ავრცელებს.დოკუმენტის თანახმად, რესპუბლიკის აღმასრულებელ ორგანოებში 2141 საშტატო ერთეული გაუქმდება. თანამდებობები ყველაზე მეტად, ანუ 498 ერთეულით უზბეკეთის საგადასახადო კომიტეტში შემცირდება.სამინისტროები, სადაც საშტატო ერთეულები ყველაზე მეტად შემცირდება, ასეთია: წყლის რესურსების სამინისტრო - 224 ერთეული სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 200 იუსტიციის სამინისტრო - 197 ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სამინისტრო - 176 დასაქმებისა და სიღარიბის შემცირების სამინისტრო - 163 ამასთან, მოადგილეების რაოდენობა, თითქმის, განახევრდება და კომიტეტებში 11-დან 7-მდე, სააგენტოებში 12-დან 6-მდე, ხოლო ინსპექციებში 13-დან 7-მდე შემცირდება.დადგენილების თანახმად, უზბეკეთის დასაქმების სამინისტროსა და პროფკავშირების ფედერაციას დაევალა, შემცირებაში მოყოლილ თანამშრომელთა დასაქმებას ხელი შეუწყონ.ცნობისთვის: აპრილში რუსეთის ციფრული განვითარების მინისტრ მაკსუტ შადაევმა განაცხადა, რომ ხელოვნურ ინტელექტს მთავრობის წარმომადგენლების ნახევრის შეცვლა შეუძლია, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როდის შეიძლება, ეს მოხდეს. ექვსი თვის შემდეგ სახელმწიფო სათათბიროს სპიკერ ვიაჩესლავ ვოლოდინმა დეპუტატები დაამშვიდა, რომ ხელოვნური ინტელექტის სისტემები რუსი პარლამენტარების ჩანაცვლებას ვერ შეძლებენ, რადგან ხელოვნურ ინტელექტს “სინდისი და პასუხისმგებლობა არ გააჩნია“.bpn.ge
1759989289
როგორი ამინდია მოსალოდნელი 9 ოქტომბერს საქართველოში9 ოქტომბერს, ქუთაისში იწვიმებს, დღისით +27და ღამით +15 გრადუსია მოსალოდნელი.წვიმაა ოზურგეთშიც, დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.ნალექი და ქარია მოსალოდნელი ფოთში. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +26, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.წვიმიანი დღეა სოხუმში. +22 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.მესტიაშიც წვიმაა ნავარაუდევი, დღისით +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში წვიმიანი ამინდია, ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.ნალექიანი ამინდია ჭიათურაში, დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში მზიან დღეს ვარაუდობენ. დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება.ბორჯომშიც მზიანი დღეა, +27 იქნება დღისით, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.ნალექს და ქარს ელოდებიან გორში, დღისით +25 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა და ქარი იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.გუდაურშიც წვიმა იქნება, დღის განმავლობაში +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება. ომალოშიც წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +18, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.ლაგოდეხში უნალექო დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება თელავშიც, +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.მზიან ამინდს და მცირე ქარს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.სიღნაღში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.მცირე ქარი და უნალექო დღეა რუსთავში, დღისით +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.თბილისში მზიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.
1759824777
თურქეთი საქართველოს საზღვრამდე რკინიგზის რეაბილიტაციისთვის 1.6 მლრდ დოლარზე მეტს დახარჯავსთურქეთის მთავრობა მსოფლიო ბანკისგან და სხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან, დაახლოებით, 9.7 მლრდ დოლარის მიზიდვას გეგმავს, რომელიც ორ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს მოხმარდება. ეს არის საქართველოს საზღვრამდე აღმოსავლეთ თურქეთის რკინიგზის ინფრასტრუქტურის განვითარებისა (ETMIC) და სტამბოლის ჩრდილოეთ სარკინიგზო გადასასვლელის (INRAIL) პროექტები - ამის შესახებ ინფორმაციას Report მსოფლიო ბანკზე დაყრდნობით ავრცელებს.პროექტ ETMIC-ის სავარაუდო ღირებულება, დღგ-ის ჩათვლით, 1.615 მლრდ დოლარს, ხოლო INRAIL-ის ღირებულება, დღგ-ის, გაუთვალისწინებელი ხარჯის, მშენებლობის ზედამხედველობისა და პროექტის მართვის ჩათვლით, 8.1 მლრდ დოლარს შეადგენს.ETMIC-ის აღმოსავლეთის პროექტი დივრიგი-ყარსი-საქართველოს საზღვრის სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაციასა და ელექტრიფიკაციას ითვალისწინებს, რომელიც ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის, ანუ შუა დერეფნის ნაწილია.პროგრამა 587 კმ სიგრძის რკინიგზის ინფრასტრუქტურისა და ლიანდაგის ზედა სტრუქტურის რეაბილიტაციას, ასევე, დივრიგიდან საქართველოს საზღვრამდე 667 კმ სიგრძის ხაზის ელექტრიფიკაციას მოიცავს. აშენდება ხიდები, გვირაბები, წყალგამტარი მილები, საყრდენი კედლები, გაფართოვდება სადგურები, დაინერგება რეგულირებადი სარკინიგზო გადასასვლელები, ხოლო უსაფრთხოებისა და კომფორტული ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად სოციალური ობიექტები განვითარდება.ამასთან, მოძრაობის მართვის თანამედროვე სისტემა ქვესადგურებს, 154 კვ-იან გადამცემ ხაზებს, სიგნალიზაციისა და ტელეკომუნიკაციის აღჭურვილობას, მოძრაობის მართვის ცენტრალიზებულ სისტემას (CTC) და 320 კმ სიგრძეზე განაწილებულ აკუსტიკური მონიტორინგის სისტემას (DAS) მოიცავს.მსოფლიო ბანკის შეფასებით, აღმოსავლეთის განახლებული დერეფანი შუა დერეფნის თურქულ ფარგლებში სტრატეგიულ ნაწილად იქცევა, რაც თურქეთსა და საქართველოს, ასევე, კასპიის რეგიონსა და ცენტრალურ აზიას შორის პირდაპირ კავშირს უზრუნველყოფს. ელექტრიფიცირებული სატვირთო ხაზი გადაზიდვების სიჩქარეს, საიმედოობასა და ეკოლოგიურობას გააძლიერებს, ასევე, თურქეთის, როგორც ევრაზიული ლოგისტიკის მთავარი ცენტრის როლს გაამყარებს.პარალელურად თურქეთი რეალიზაციისთვის INRAIL-ის ჩრდილოეთის პროექტსაც ამზადებს, რომელიც, დაახლოებით, 125 კმ სიგრძის ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას ითვალისწინებს. ის ქვეყნის აზიურ და ევროპულ ნაწილებს ერთმანეთთან სტამბოლის აგლომერაციის გვერდის ავლით დააკავშირებს. პროექტის თანახმად, სამგზავრო მატარებლები 160 კმ/სთ-ის, ხოლო სატვირთო მატარებლები 80-120 კმ/სთ სიჩქარის განვითარებას შეძლებენ. ხაზი სტამბოლისა და საბიჰა გიოქჩენის სახელობის აეროპორტებს ერთმანეთთან დააკავშირებს, ხოლო ეროვნულ სარკინიგზო ქსელში ინტეგრირებით მულტიმოდალურ ლოგისტიკას გააძლიერებს. ამ შემოვლით ხაზს მხოლოდ ორი სადგური აღნიშნულ ორ აეროპორტში ექნება.ცნობისთვის: 2024 წელს შუა დერეფნით სატვირთო გადაზიდვები 62%-ით გაიზარდა და 4.5 მლნ ტონას მიაღწია, ხოლო წელს 5.2 მლნ ტონამდე შემდგომი ზრდა არის პროგნოზირებული. აქედან 4.2 მლნ ტონა ტვირთი მონაწილე ქვეყნებზე გამავალი მარშრუტებით გადაიზიდება. ამ მოცულობიდან 2.5 მლნ ტონა (დაახლოებით, 96,000 TEU) მშრალი ტვირთი, ხოლო 1.7 მლნ ტონა ნავთობი იქნება. მოელიან, რომ 2027 წლისთვის მარშრუტის გამტარუნარიანობა წელიწადში 10 მლნ ტონამდე გაიზრდება.bpn.ge