21 თებერვალი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

თოვლი'

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 თებერვალს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი ცივი და ნოტიო ჰაერის მასებით.

საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი. აღმოსავლეთ საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, დროგამოშვებით ზოგან ძლიერი.

დასავლეთ საქართველოში - უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. უმეტეს რაიონში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით -5, 0°, დღისით -1, +4°; მთაში ღამით -7, -2°, დღისით -5, 0°; მაღალ მთაში ღამით -15, -10°, დღისით -6, -1°.

აღმოავლე საქართველოში - უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. უმეტეს რაიონში თოვლი, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში ქარბუქი და და ნისლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -6, -1°, დღისით -5, 0°; მთაში ღამით -8, -3°, დღისით -6, -1°; მაღალ მთაში ღამით -15, -10°, დღისით -8, -3°.

თბილისში - უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. თოვლი. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით -2°, დღისით 0°.

სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, თოვლი. დასავლეთის ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +2°, ღამით -3°.

გაგრა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, თოვლი. დასავლეთის ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +3°, ღამით -4°.

ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +2°, ღამით -4°.

ბათუმი - უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. თოვლი. სამხრეთ/დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +2°, ღამით -2°.

ქობულეთი - უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. თოვლი. სამხრეთ/დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +3°, ღამით -3°.

ფოთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +4°, ღამით -2°.

ხულო - უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. თოვლი. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -3°, ღამით -12°.

ქუთაისი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, თოვლი. დასავლეთის ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +1°, ღამით -4°.

ჭიათურა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, თოვლი. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -2°, ღამით -8°.

ამბროლაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, თოვლი. დასავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -3°, ღამით -8°.

ცაგერი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, თოვლი. დასავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -1°, ღამით -6°.

ონი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, თოვლი. დასავლეთის ქარი 7-12მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -4°, ღამით -10°.

მესტია- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, თოვლი. დასავლეთის ქარი 5-10მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -6°, ღამით -17°.

გორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -3°, ღამით -8°.

ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -5°, ღამით -10°.

ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -6 °, ღამით -12°.

ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -4°, ღამით -9°.

სტეფანწმინდა- უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. თოვლი, შეს. ქარბუქი და ნისლი. დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით შესაძლებელია 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -6°, ღამით -17°.

გუდაური- უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. თოვლი, შეს. ქარბუქი და ნისლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -7, ღამით -18°.

თიანეთი - უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -4°, ღამით -9°.

ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, თოვლი. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -3°, ღამით -12 °.

ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, თოვლი. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -3°, ღამით -10°.

ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, თოვლი, შეს. ქარბუქი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -7°, ღამით -18°.

თელავი - უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -1°, ღამით -4°.

ყვარელი - უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით 0°, ღამით -5°.

საგარეჯო - უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -1°, ღამით -4.

იღნაღი - უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -1°, ღამით -5°.

დედოფლისწყარო - უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -2°, ღამით -6°.

ლაგოდეხი - უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +1°, ღამით -3°.