1740117600
15 ყველაზე მაღალი სამხედრო ბიუჯეტის მქონე ქვეყანა მსოფლიოში - 2025 წლის მონაცემები

აშშ, რუსეთი და ჩინეთი - ეს ის სამი ქვეყანაა, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე დიდი სამხედრო ბიუჯეტი აქვთ. სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის (IISS) ანგარიშის მიხედვით, ხუთეულში შედის ინდოეთი და საუდის არაბეთიც.
ზოგადად, მზარდი საფრთხეების გამო, 2024 წელს სამხედრო ბიუჯეტი გლობალურად 2.46 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა. ამ მხრივ, აზიის, ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკისა და ევროპის ქვეყნებმა ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაზარდეს. 2023 წელს კი გლობალურმა სამხედრო ხარჯებმა 2.24 ტრილიონი დოლარი შეადგინა. რაც შეეხება მიმდინარე წლის საერთო ბიუჯეტს, იმის გამო, რომ მონაცემები შეიძლება წლის ნებისმიერ დროს შეიცვალოს, ჯერჯერობით უცნობია.
უსაფრთხოების გასაძლიერებლად ქვეყნები მუშაობას კვლავ აგრძელებენ.
სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტმა (IISS) დაითვალა მონაცემები და გამოავლინა 15 ქვეყანა მსოფლიოში, რომელთაც 2025 წლის მონაცემებით, ყველაზე მაღალი სამხედრო ბიუჯეტი აქვთ.
წარმოგიდგენთ 15 ყველაზე მაღალი სამხედრო ბიუჯეტის მქონე ქვეყანას:
- 1. აშშ: 895 მილიარდი დოლარი
- 2. ჩინეთი: 266.85 მილიარდი დოლარი
- 3. რუსეთი: 126 მილიარდი დოლარი
- 4. ინდოეთი: 75 მილიარდი დოლარი
- 5. საუდის არაბეთი: 74.76 მილიარდი დოლარი
- 6. გაერთიანებული სამეფო: 71.50 მილიარდი დოლარი
- 7. იაპონია: 57 მილიარდი დოლარი
- 8. ავსტრალია: 55.70 მილიარდი დოლარი
- 9. საფრანგეთი: 55 მილიარდი დოლარი
- 10. უკრაინა: 53.70 მილიარდი დოლარი
- 11. გერმანია: 50 დოლარი
- 12. პოლონეთი: 48.70 მილიარდი დოლარი
- 13. თურქეთი: 47 მილიარდი დოლარი
- 14. სამხრეთ კორეა: 46.30 მილიარდი დოლარი
- 15. კანადა: 41 მილიარდი დოლარი