თბილისის ქუჩების ნაწილს, დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

ელექტროენერგია

თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 21 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

სამგორის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის, შტენბერგის, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის, ლევან მაჭავარიანის და აკაკი ვასაძის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარშალ გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ) და აკაკი ბაქრაძის ქუჩის მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხუდადოვის (ნაწილობრივ) და ზეთისხილის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამოსამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.