დიქტატორმა ზელენსკიმ სწრაფად უნდა იმოქმედოს, თორემ ქვეყნის გარეშე დარჩება - ტრამპი

მსოფლიო 1740031980
დონალდ ტრამპი

უარჩევნებო დიქტატორმა, ზელენსკიმ სწრაფად უნდა იმოქმედოს, თორემ ქვეყნის გარეშე დარჩება, წერს სოციალურ ქსელში აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

მისი თქმით, წარმატებული მოლაპარაკებები აქვს რუსეთთან ომის შეწყვეტაზე, რაც "როგორც ყველა აღიარებს, მხოლოდ ტ რ ა მ პ ს და მის ადმინისტრაციას შეუძლია".

"ბაიდენს არასდროს უცდია, ევროპამ ვერ მოიტანა მშვიდობა, ხოლო ზელენსკის როგორც ჩანს "საკვებურის" შენარჩუნება უნდა. მე მიყვარს უკრაინა, მაგრამ ზელენსკიმ საშინლად იმუშავა, მისი ქვეყანა დანგრეულია, მილიონობით ადამიანი კი ტყუილად დაიღუპა", - წერს ტრამპი.