აშშ გმობს და არ აღიარებს ფიქციურ საპარლამენტო არჩევნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში - ჯეიმს ო’ბრაიენი

ჯეიმს ო’ბრაიენი

აშშ გმობს და არ აღიარებს ფიქციურ საპარლამენტო არჩევნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, - ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ჯეიმს ო’ბრაიენი წერს. მისი თქმით, აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 

„შეერთებული შტატები გმობს და არ აღიარებს ფიქციურ საპარლამენტო არჩევნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, რომელიც საქართველოს თანხმობის გარეშე ტარდება. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - წერს ჯეიმს ო’ბრაიენი