ბალტიის ზღვის ფსკერზე 15 მილიონი დოლარის ღირებულების კოკაინი იპოვეს - დაკავებულია 7 პირი

კოკაინი

პოლონელმა მესაზღვრეებმა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის ოპერაციის ჩატარების დროს, ბალტიის ზღვის ფსკერზე 100 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინეს. ინფორმაციას სააგენტო "როიტერი" პოლონეთის სასაზღვრო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

15 მილიონი დოლარის ღირებულების ნარკოტიკის აღმოჩენასთან დაკავშირებით დაკავებულია შვიდი ადამიანი. მათ 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.სასაზღვრო სამსახურმა ნარკოტიკი პოლონეთის ჩრდილოეთ ნაწილში, გდანსკის ყურეში იპოვა.