Amazon-ში თანამშრომლების ნაწილს AI ჩაანაცვლებს

მსოფლიო 1750244553
Amazon

Amazon-ის გენერალური დირექტორის, ენდი ჯესის განცხადებით, ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარების ფონზე, კომპანიის მენეჯმენტს დაგეგმილი აქვს, რომ თანამშრომლების მნიშვნელოვანი ნაწილი AI აგენტებით ჩაანაცვლოს.

მართალია, ამ გადაწყვეტილებით ათასობით დასაქმებული სამუშაო ადგილს დაკარგავს, თუმცა კომპანია ხარჯების შემცირებას, ეფექტიანობის გაზრდას და ინვესტორებისთვის მეტი მოგების გენერირებას შეძლებს, რაც Amazon-ის და ნებისმიერი კომერციული კომპანიის მთავარი დანიშნულებაა.

როგორც ცნობილია, Amazon-ში იგეგმება როგორც საკუთარი AI-მოდელების, ასევე კონკურენტების მიერ შექმნილი ხელსაწყოების გამოყენება, რათა კომპანიამ მაქსიმალური ეფექტიანობის მიღწევა შეძლოს.

ამჟამად Amazon-ში 1.56 მილიონი ადამიანია დასაქმებული, რაც კომპანიისთვის უმთავრეს ხარჯს წარმოადგენს, ამიტომ თანამშრომლების ნაწილის AI-აგენტებით და რობოტებით ჩანაცვლება, რაც, სავარაუდოდ, არსებითად გაზრდის Amazon-ის მოგების მარჟას, ეს კი ინვესტორებსა და მენეჯმენტს დიდ ფინანსურ სარგებელს მოუტანს.