გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2-ჯერ გაიზარდა - როგორა საჰაერო ტრანსპორტის მაჩვენებლები

საჰაერო ტრანსპორტი

2023 წელს საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 358.5 ათასი მგზავრი, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობამ 875.3 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა. ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშია აღნიშნული. ამავე სტატისტიკის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2.0-ჯერ, მგზავრთბრუნვის მოცულობა კი 2.1- ჯერ აღემატება გასული 2022 წლის მაჩვენებელს.

ამასთან, 2023 წელს საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილია 224.2 ათასი ტონა ტვირთი, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობამ 425.8 მლნ. ტონა-კილომეტრი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში, წინა წელთან შედარებით, შემცირდა როგორც გადატანილი ტვირთის (66.4 პროცენტით), ისე ტვირთბრუნვის (65.6 პროცენტით) მოცულობა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოს აეროპორტები 6,005 მლნ მგზავრს მოემსახურა, რაც 34.8 პროცენტით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს — აეროპორტებმა მიიღო 2,987 მლნ მგზავრი (36.0 პროცენტით მეტი), ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 3,018 მლნ მგზავრი (33.5 პროცენტით მეტი).