ჯეფ ბეზოსი Amazon-ის აქციებს 2 მილიარდ დოლარად ყიდის

ჯეფ ბეზოსი

Amazon.com-ის დამფუძნებელმა, ჯეფ ბეზოსმა გადაწყვიტა, რომ თავისი კომპანიის 12 მილიონი აქცია, დაახლოებით 2 მილიარდ დოლარად გაეყიდა. მილიარდერმა ბიზნესმენმა უკვე გაყიდვის გეგმაც შეიმუშავა, რომელსაც მიმდინარე კვირის ოთხშაბათს და ხუთშაბათს გამოაქვეყნებს.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის თებერვლის დასაწყისში, ჯერ ბეზოსმა განაცხადა, რომ იგი კომპანიის 50 მილიონამდე აქციას გაყიდის.

გაყიდვების გეგმა 2023 წლის 8 ნოემბერს შეიქმნა და იგი გარკვეულ პირობებს ექვემდებარება, მისი შესრულება კი 2025 წლის 31 იანვრამდე უნდა მოხერხდეს. 

ბეზოსმა Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა 2021 წელს დატოვა და აღმასრულებელი თავმჯდომარის ადგილი დაიკავა.

Bloomberg Billionares Index-ის მიხედვით, ის ამჟამად მეორე უმდიდრესი ადამიანია მსოფლიოში, 200 მილიარდი დოლარის ქონებით.