1732180855
მოსკოვი სოხუმში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება
მოსკოვი მის მიერ ოკუპირებულ სოხუმში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. ვლადიმირ პუტინის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, „რუსეთი მხარს უჭერს აფხაზეთის რესპუბლიკაში სიტუაციის ნორმალიზებას“.
„რუსეთსა და აფხაზეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მხარს ვუჭერთ, რესპუბლიკაში სიტუაციის ნორმალიზებას“, - განაცხადა პესკოვმა.
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მეოთხეა დღეა, პროტესტი გრძელდება. გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. მხარეები გარკვეულ დათმობაზე წავიდნენ. პროტესტანტების ინფორმაციით, ასლან ბჟანია გადადგომას დათანხმდა, თუმცა ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი, ბადრა გუნბა უნდა გახდეს. თავის მხრივ"ოპოზიციამ" მოითხოვა, ე.წ. მთავრობის ყველა წევრი გადადგეს, დე ფაქტო პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი მათი კანდიდატი გახდეს.
როგორც მედია იტყობინება, ე.წ. პარლამენტში დახურული შეხვედრა მიმდინარეობს, თუმცა მონაწილეების ვინაობა უცნობია.
bm.ge
1732179866
დუბაის აეროპორტთან ვერტიპორტის მშენებლობა დაიწყოდუბაიში საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად ქალაქის პირველი საჰაერო ტაქსის ვერტიპორტის მშენებლობა დაიწყო, ამის შესახებ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, შეიხმა ჰამდან ბინ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმმა განაცხადა.ახალი ობიექტი, რომელიც 3,1 ათასი კვადრატული მეტრი ფართობზე იქნება გადაჭიმული, რომელიც წლის განმავლობაში 42 ათას დაფრენას და 170 ათას მგზავრს მიიღებს.სადგურები პირველად DXB-ის მახლობლად, დუბაის მარინასა და პალმ ჯუმეირას რეგიონებში გამოჩნდება, ხოლო საჰაერო ტაქსის გაშვება 2026 წელს იგეგმება.ხელისუფლება ხაზს უსვამს, რომ ინიციატივა მიზნად ისახავს იმას, რომ დუბაი გახდეს პირველი ქალაქი მსოფლიოში, რომელიც მსურველებს სთავაზობს ურბანულ საჰაერო ტრანსპორტის.მოსალოდნელია, რომ ახალი სერვისი მნიშვნელოვნად შეამცირებს საერთაშორისო აეროპორტიდან პალმ ჯუმეირამდე მგზავრობის დროს და მას 10-12 წუთამდე შეამცირებს.პროექტში წამყვანი საერთაშორისო ოპერატორები მონაწილეობენ. Joby Aviation მართავს თვითმფრინავების წარმოებას და ოპერაციებს, ასევე სამგზავრო ოპერაციებს; Skyports შეიმუშავებს, ააშენებს და ამუშავებს ვერტიპორტის ინფრასტრუქტურას. საავტომობილო გზებისა და ტრანსპორტის ორგანო (The Roads and Transport Authority, RTA) აიღებს პასუხისმგებლობას მართვისა და ტრანსპორტის სხვა რეჟიმებთან ინტეგრაციაზე.Joby S4, რომელსაც შეუძლია ვერტიკალური აფრენა და დაფრენა, გახდება ტრანსპორტის მთავარი საშუალება, როგორც საჰაერო ტაქსი. ეს ეკოლოგიურად სუფთა, ნახშირორჟანგის ნულოვანი გამონაბოლქვი ელექტრო მანქანა ცნობილია თავისი უსაფრთხოებით, კომფორტით. საჰაერო ტაქსის მაქსიმალური სიჩქარით 321 კმ/სთ-ია. საჰაერო ტაქსი განკუთვნილია ოთხი მგზავრისა და პილოტისთვის და საგრძნობლად ნაკლებ ხმაურს გამოიმუშავებს ტრადიციულ ვერტმფრენებთან შედარებით.
1732179330
აფხაზებს რუსული დენი მოქმედ ტარიფზე ორჯერ ძვირი უჯდებათ - რა ღირს ერთი კვტ/სთ მოსახლეობისთვისპირველი, რაც დე ფაქტო პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელ ბადრა გუნბამ გააკეთა, ე.წ. მთავრობას სახსრების მოძიება-მობილიზება დაავალა, რომ აფხაზეთმა რუსული ელექტროენერგიის კომერციული ნაკადის შემდგომი მიწოდებისთვის საფასურის გადახდა შეძლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩება.ინფორმაციას გუნბას პრესსამსახური ავრცელებს.რუსეთი აფხაზეთს ელექტროენერგიას უფასოდ, ანუ სოციალური ნაკადის სახით აღარ აწვდის და აფხაზურ მხარეს მასში კომერციულ ფასის გადახდა უწევს. მით უმეტეს, ეს ფასი აფხაზეთში მოქმედ ტარიფზე ორჯერ მეტია.აფხაზეთს რუსული ელექტროენერგიის კომერციული ნაკადი 1-ელი ნოემბრიდან მიეწოდება, რომლის ღირებულებაც მხოლოდ 22 ნოემბრამდე მარაგისთვის არის გადახდილი.განცხადებაში წერია, რომ ენგურჰესის წყალსაცავში წყლის კრიტიკული დონის შედეგად კომპლექსის მიერ ელექტროენერგიის გამომუშავების მოცულობა შემცირებულია, ხოლო დეფიციტი რუსული კომერციული ნაკადით იფარება.კერძოდ, აფხაზეთში ელექტროენერგიის ამჟამინდელი დეფიციტი 260 მლნ კვტ/სთ-ს შეადგენს, საიდანაც 60 მლნ კვტ/სთ რუსეთიდან კომერციული ნაკადით 1-ელი ნოემბრიდან შეივსო, ხოლო დარჩენილი 120 მლნ.კვტ/სთ დეკემბერში უნდა დაიფაროს.„ჩერნომორენერგოსა“ და რუსულ Inter RAO-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, აფხაზეთი რუსეთისგან 1 კვტ/სთ ელექტროენერგიას 4 რუბლად (0.03 დოლარად) ყიდულობს, მაშინ, როცა თავად აფხაზეთში 1 კვტ/სთ-ის ღირებულება, საშუალოდ, 2 რუბლზე (0.01 დოლარზე) ნაკლებია.ამდენად, 1-ელი ნოემბრიდან აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე დენის გათიშვის ოთხსაათიანი გრაფიკი მოქმედებს. კერძოდ, მოსახლეობას მიწოდება დღისით და ღამით ორ-ორი საათით ეზღუდება.ცნობისთვის: აფხაზეთის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის დე ფაქტო სამინისტროს მონაცემებით, ზაფხულში, საკურორტო სეზონის, სასტუმროებისა და კონდიციონერების მუშაობის გათვალისწინებით, ელექტროენერგიის საშუალო მოხმარება დღეში 4 მლნ კვტ/სთ-ს, მიმდინარე სეზონზე კი, ალტერნატიული წყაროების არარსებობის გამო ორჯერ მეტს, 8 მლნ კვტ/სთ-ს შეადგენს.bpn.ge
1732172143
ბიტკოინის კურსმა პირველად გადააჭარბა 97 000 დოლარს და განაახლა ისტორიული მაქსიმუმიბიტკოინის კურსმა პირველად გადააჭარბა 97 000 დოლარს აშშ-ს უმსხვილეს კრიპტო ბირჟაზე, რითაც კიდევ ერთხელ განახლდა მისი მაქსიმუმი და მიუახლოვდა 98 000-დოლარიან ნიშნულს.ბიტკოინის ღირებულების ზრდა, ჩრდილოეთ ამერიკელი ტრეიდერების მხრიდან კრიპტოვალუტაზე მოთხოვნის მნიშვნელოვან ზრდაზე მიუთითებს.დღეს, 9:00 საათისთვის ბიტკოინი 97,083 დოლარად ივაჭრებოდა.ამ დროისთვის მისი კაპიტალიზაცია დაახლოებით 2 ტრილიონი დოლარია და ის იკავებს მთელი კრიპტო ბაზრის კაპიტალიზაციის 61.6%-ს.ცნობისთვის, ყველაზე ღირებული აქტივების გლობალურ რეიტინგში ბიტკოინი ჩამორჩება მხოლოდ ოქროს, Nvidia-ს, Apple-ს, Microsoft-ს, Google-ს, Amazon-სა და Saudi Aramco-ს აქტივები.
1732169899
დღეს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება - ქუჩებითბილისში, დღეს - 21 ნოემბერს, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. თელასი იმ ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებზეც შეზღუდვა გავრცელდება.მთაწმინდის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ტაბახმელას მოსახლეობას.გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), გლდანის ხევის დასახლების (ნაწილობრივ), მორეტის, ბაღნარის, ჩიქოვანის, მანაგაძის და შუშის ქუჩების მოსახლეობას.კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქუმსიაშვილის, თელეთის, მუხათის, შავნაბადას, იალღუჯის, ცურტაველის, გიორგი მერჩულეს, განჯელის, ალგეთის და ხუციშვილის ქუჩების მოსახლეობას.ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ფალიაშვილის ქუჩის მოსახლეობას.საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, მისის დასახლების, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის, ფარნავაზ მეფის გამზირის, პეტრიწის, მეფე მირიანის, პეტრე იბერის, ხელაშვილის, ხელაძის, კათალიკოს აბრაჰამ პირველის, ბობ უოლშის, დემეტრე თავდადებულის, კვიჭიძის, გოგიძის, ჩოხელის, შალიკაშვილის, ნოზაძის, ფერაძის და სოლოღაშვილის ქუჩების მოსახლეობას.გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), თამარაშვილის და აბაშვილის ქუჩების მოსახლეობას.კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
1732085516
გლობალური ყავის ექსპორტი თითქმის 12%-ით გაიზარდაგლობალური ყავის ექსპორტი 2023/24 მარკეტინგულ სეზონზე, რომელიც წინა წლის ოქტომბრიდან წლევანდელი სექტემბრის პერიოდს მოიცავს, 11,7%-ით გაიზარდა და 137,27 მლნ ტომარა შეადგინა. ერთი ტომრის წონა 60 კგ-ია.ამის შესახებ ყავის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICO-ს) ანგარიშში წერია.ამასთან, მწვანე, ანუ მოუხალავი ყავის გადაზიდვები 11,8%-ით, 123,75 მლნ ტომრამდე გაიზარდა.მაკრორეგიონებს შორის ყავის უმსხვილესი ექსპორტიორის პოზიციას სამხრეთ ამერიკა ინარჩუნებს, რომელმაც 2023/24 წლიურ სეზონზე მიწოდება 30,7%-ით, 66,13 მლნ ტომრამდე გაზარდა.კერძოდ, ყავის რეკორდული გადაზიდვის მაჩვენებელი ბრაზილიაში დაფიქსირდა, რამაც 49,03 მლნ ტომარა შეადგინა.თუმცა აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების ყავის გაყიდვები დასრულებულ სეზონზე 6,7%-ით, 40,62 მლნ ტომრამდე შემცირდა, მაშინ, როცა აფრიკის მიწოდება, პირიქით, 17,3%-ით, 16,02 მლნ ტომრამდე გაიზარდა.