ოდესაში შავი ზღვა გაწითლდა

შავი ზღვა - წითელი

შავმა ზღვამ ოდესის სანაპიროზე, ბოლო წვიმის შემდეგ, აგურის მსგავსი წითელი ფერი მიიღო. გარემოს დამცველები ამბობენ, რომ ეს წყალმცენარე ფიტოპლანქტონის ზრდით არის განპირობებული. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ფაქტის ამსახველი შესაბამისი ფოტოები საზოგადოებრივი გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „მწვანე ფოთლის“ ხელმძღვანელმა ვლადისლავ ბალინსკიმ გამოაქვეყნა.

„ეს ფენომენი გამოწვეულია ერთუჯრედიანი ფოტოსინთეზური წყალმცენარეების დინოფლაგელატების სწრაფი ზრდით - ძირითადად Lingylodinium polyedra“.

მისივე თქმით, ამის გამო ახლა ზღვის წყალში ტოქსინებია, რამაც შესაძლებელია ცურვისას ალერგია და ზღვის პროდუქტების მოხმარებისას მოწამვლა გამოიწვიოს.

ასევე შეიმჩნევა კაშკაშა ბიოლუმინესცენციის ფენომენი (ცოცხალი ორგანიზმების ლუმინესცენცია). ასევე სოციალურ ქსელებში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც დაფიქსირდა, რომ წვიმის შემდეგ ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური პლაჟის სანაპიროზე ბევრი მკვდარი ვირთხა იყო.