არაბიკას ფასი 13-წლიან მაქსიმუმზეა

ყავა

სოფლიო ბირჟებზე ყავა ისევ ძვირდება, არაბიკას ფასმა კი 13-წლიან მაქსიმუმს მიაღწია.

ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

კერძოდ, დეკემბრის არაბიკას ფიუჩერსები ძირითად ბირჟაზე ფუნტზე 2,68 დოლარამდე გაიზარდა, რაც 2011 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

წლის დასაწყისიდან არაბიკას მარცვლები უკვე 40%-ით გაძვირდა.

კვირაზე მეტია, ასევე, რობუსტას ფასებიც მატულობს, რაც 16 სექტემბერს 3%-ით გაიზარდა.

ყავაზე ფასების ზრდას ბრაზილიაში ცუდი მოსავლის შიში აჩქარებს, რომელიც მსოფლიოში ყავის მარცვლების უმსხვილეს მიმწოდებელია. ქვეყანა 2024-2025 სეზონური წლის მოსავლის აღებას ასრულებს და უკვე აშკარაა, რომ გვალვის ხანგრძლივმა პერიოდმა პლანტაციებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

როგორც წესი, ყავა მაშინ ძვირდება, როცა მარაგი იკლებს და ბრაზილიაში ამინდი უარესდება.