მაიკროსოფტი დივიდენდებს 10%-ით გაზრდის

მაიკროსოფტი

Microsoft Corp.-ის დირექტორთა საბჭომ გადაწყვიტა კვარტალური დივიდენდების ზომა 10%-ით გაეზარდა - $0,83-მდე აქციაზე $0,75-დან, ნათქვამია ამერიკული კომპანიის პრესრელიზში.

გადახდა განხორციელდება 12 დეკემბერს, აქციონერთა რეესტრის დახურვა 21 ნოემბერს არის დაგეგმილი.

გარდა ამისა, კომპანიამ გამოაცხადა თავისი აქციების გამოსყიდვის 60 მილიარდი დოლარის ოდენობის ახალი პროგრამა. შესყიდვის პროგრამას არ აქვს დასრულების კონკრეტული თარიღი და შეიძლება შეწყდეს ნებისმიერ დროს.

მაიკროსოფტმა ასევე დანიშნა აქციონერთა ყოველწლიური შეხვედრა 10 დეკემბერს. მასში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ რეესტრში 30 სექტემბრის მდგომარეობით ჩარიცხულ აქციონერებს.

სამშაბათს სამუშაო საათების შემდგომ ვაჭრობაში Microsoft-ის აქციები 0.7%-ით გაიზარდა. ამ წლის დასაწყისიდან კომპანიის საბაზრო ღირებულება გაიზარდა 14,7%-ით (3,2 ტრილიონ დოლარამდე), ხოლო Nasdaq Composite საფონდო ინდექსი 17,2%-ით გაიზარდა.

interfax