პირველად ისტორიაში - ამერიკელი მილიარდერი ღია კოსმოსში გავიდა

კოსმოსი

ამერიკელი მილიარდერი, ჯარედ აიზეკმანი პირველი ადამიანი გახდა, ვინც კერძო კოსმოსური მოგზაურობის ფარგლებში ღია კოსმოსში გავიდა. ეს ასტრონავტებისთვის ორბიტაზე ერთ-ერთ ყველაზე საშიშ საქმიანობად ითვლება. ინფორმაციას Sky News ავრცელებს.

Dragon-ის კაფსულზე გადაღებული პირველი ფოტოების მიხედვით, ეკიპაჟის ოთხი წევრი ამ ისტორიული მოვლენისთვის ემზადებოდა, როცა პირველი კაფსულიდან ჯარედ აიზეკმანი გავიდა.

„ეს მშვენიერია,” - ხაზგასმით აღნიშნა მან, როცა კოსმოსური ხომალდიდან ღია სივრცეში გავიდა.

მილიარდერის გარდა, ეკიპაჟში არაპროფესიონალი ასტრონავტები, კერძოდ, აშშ-ის საჰაერო ძალების გადამდგარი ლეიტენანტი, პოლკოვნიკი, სკოტ პოტეტი და SpaceX-ის ორი თანამშრომელი, სარა გილისი და ანა მენონი შედიან.

ღია კოსმოსში აიზეკმანთან ერთად სარა გილისიც გავიდა, ხოლო დანარჩენი ორი ასტრონავტი კაპსულაში, თუმცა კოსმოსურ კოსტუმებში დარჩა, რადგან მთელი კაფსულა დეგერმეტიზირებული იყო.

ცნობისთვის, SpaceX-მა 10 სექტემბერს ისტორიული მისიის, Polaris Dawn-ის ფარგლებში კოსმოსური ხომალდი, Crew Dragon წარმატებით გაუშვა. ოთხი ასტრონავტი რაკეტა SpaceX Falcon 9-ით გამთენიისას ფლორიდადან აფრინდა. მგზავრები 1,400 კილომეტრ სიმაღლეზე საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მიღმა გასვლას გეგმავდნენ, რაც დედამიწის გარშემო ფრენის შესახებ 1966 წელს NASA-ს პროექტ Gemini-ის დროს დამყარებულ რეკორდს მოხსნის.