ქალაქები, სადაც გარეუბნებში ბინა ყველაზე ძვირი/იაფია - რომელ ადგილზეა თბილისი და ბათუმი

ჰონგ-კონგი

NUMBEO-მ 269 ქალაქის გარეუბნებში საცხოვრებელი ბინების ფასების შესახებ სტატისტიკა განაახლა. რეიტინგში მოხვდა თბილისი და ბათუმიც. მონაცემების თანახმად, თბილისის გარეუბნებში 1 კვ.მ. ბინის ფასი საშუალოდ 1057 დოლარს შეადგენს, რითაც რეიტინგში 227-ე ადგილს იკავებს.

რაც შეეხება ბათუმს, აქ საცხოვრებელი ბინების ფასი კვ.მ-ზე 886 დოლარს აჭარბებს, რითაც 269 ქვეყანას შორის 243-ე ადგილზეა.

მონაცემების მიხედვით, რეგიონში ყველაზე ძვირი საცხოვრებელი ბინა მოსკოვშია. ამ შემთხვევაში 1 კვ.მ-ის ფასი საშუალოდ 3268 დოლარს უტოლდება, რითაც 99-ე ადგილზეა. ბინების სიძვირით მეორე ადგილზეა სტამბული, სადაც საშუალო ფასი 1712 დოლარს შეადგენს (169-ე ადგილი), მას კი მოსდევს ერევანი 1639 დოლარით (171-ე ადგილი).

237-ე ადგილი ბაქომ დაიკავა. მონაცემების თანახმად, გარეუბნებში საცხოვრებელი ბინების საშუალო ფასი 980 დოლარს აღწევს.

მონაცემები აჩვენებს, რომ რეგიონის დედაქალაქებს შორის გარეუბნებში ბინები ყველაზე იაფი ბაქოშია.

რაც შეეხება იმ ქალაქებს, სადაც გარეუბნებში 1 კვ.მ. საცხოვრებელი ბინის ფასი ყველაზე ძვირია, ასე გამოიყურება:

  • ჰონგ-კონგი (ჩინეთი) – 17 520 დოლარი;
  • ციურიხი (შვეიცარია) – 17 484 დოლარი;
  • ჟენევა (შვეიცარია) – 16 540 დოლარი;
  • სინგაპური (სინგაპური) - 14 077 დოლარი;
  • ნიუ-იორკი (აშშ) – 12 897 დოლარი.

Top 5 ქალაქი, სადაც გარეუბნებში 1 კვ.მ. საცხოვრებელი ბინის ფასი ყველაზე იაფია, ასეთია:

  • ალექსანდრია (ეგვიპტე) – 271 დოლარი;
  • კარაჩი (პაკისტანი) – 337 დოლარი;
  • კაირო (ეგვიპტე) – 402 დოლარი;
  • ტრიპოლი (ლიბია) – 405 დოლარი;
  • ისლამაბადი (პაკისტანი) – 487 დოლარი.