მეორე Sphere ლას-ვეგასის შემდეგ აბუ-დაბიში აშენდება

მსოფლიო 1729324800
Sphere

მსოფლიოში მეორე სფერული შენობა-ეკრანი, Sphere არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, აბუ-დაბიში მოეწყობა.

ინფორმაციას Variety ავრცელებს.

პირველი ორიგინალური გასართობი მოედან-გუმბათი, Sphere 2023 წლის სექტემბრის ბოლოს ლას-ვეგასში გაიხსნა. ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი სფერული ნაგებობაა, რომლის სიგანე 157 მეტრი, სიმაღლე კი 112 მეტრია. Sphere-ის მთელ სივრცეში დამონტაჟებული გარე დისპლეების დახმარებით შენობაზე ნებისმიერი გამოსახულების პროექცია არის შესაძლებელი. ლას-ვეგასის Sphere-ის მშენებლობა 2 მლრდ დოლარზე მეტი დაჯდა. მოედანი 18,600 ადამიანს იტევს.

Sphere-ის მეორე მოედნის მშენებლობა კომპანია Sphere Entertainment-მა და აბუ დაბის კულტურისა და ტურიზმის დეპარტამენტმა ერთობლივად დააანონსეს. თუმცა მისი მშენებლობის დაწყების ან გახსნის თარიღი ჯერ არ კონკრეტდება. საემიროები მხოლოდ იმას აცხადებს, რომ გადაწყვეტილება 2030 წლამდე ტურიზმის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში იქნა მიღებული, რომ აბუ დაბის, როგორც კულტურისა და ინოვაციების აქტიური ცენტრის პოზიცია განმტკიცდეს.

Variety-ის ცნობით, კომპანია, Sphere Entertainment-ს მეორე Sphere-ის აშენება ლონდონში სურდა, თუმცა ამ გეგმას ადგილობრივი მოსახლეობისა და ქალაქის ხელისუფლების კრიტიკა მოჰყვა.