დონალდ ტრამპმა McDonald's-ში იმუშავა, „ფრი“ შეწვა და მომხმარებლებს Drive-ზე მოემსახურა

მსოფლიო 1729494562
ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი „რესპუბლიკური“ პარტიიდან, დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში პენსილვანიაში, შაბათ დღეს „მაკდონალდსს“ ეწვია.

კამპანიისას, ამერიკულ ბრენდში ვიზიტი, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ტრამპის მხრიდან გამიზნული იყო კამალა ჰარისისთვის, რადგან მისი ოპონენტი, “დემოკრატებიდან” კოლეჯში სწავლის დროს სწრაფი კვების ქსელში მუშაობდა.

კამალა ჰარისმა, კამპანიის მიმდინარეობისას, აღნიშნა, რომ ის 1983 წლის ზაფხულში, მუშაობდა “მაკდონალდსში”, კალიფორნიის შტატში. ის იმ დროს ჰოვარდის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო და მუშაობდა “ფრის” მომზადებასა და ნაყინის აპარატზე.

თუმცა, მტკიცებულებების გარეშე, ტრამპმა ჰარისი ტყუილში დაადანაშაულა და „მაკდონალდსში“ მყოფმა „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატს „მატყუარა კამალა“ უწოდა. ტრამპის თქმით, მისი 15-წუთიანი სტაჟი ნიშნავს იმას, რომ „მაკდონალდსში“ კამალა ჰარისზე 15 წუთით დიდხანს აქვს ნამუშევარი.

დონალდ ტრამპი "მაკდონალდსის" სამზარეულოში წინსაფრით, დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში მუშაობდა. პრეზიდენტობის კანდიდატმა, შეწვა “ფრი” და მოემსახურა ე.წ. დრაივზე მისულ მომხმარებლებს. ინსტრუქციების მიუხედავად, ტრამპს ზეთის სრულად გამოწურვა დაავიწყდა და უფრო გულუხვიც აღმოჩნდა მარილის მიმართ, რაც შემდეგ უკვე მომხმარებლებმა აღნიშნეს.

როგორც New york times იტყობინება, ტრამპის ვიზიტისთვის, “მაკდონალდსის” ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღე, სრულად შეწყდა, რადგან პრეზიდენტობის კანდიდატის ვიზიტისთვის რესტორანს გადაწყობა მოუწია და უსაფრთხო სამუშაოსთვის სპეციალური სამუშაოებიც გასწიეს. მედია ასევე წერს, რომ ფართო საზოგადოებისთვის “მაკდონალდსი” დახურული იყო და ტრამპის ვიზიტი დადგმული იყო ერთი მიზნისთვის - ჰარისის ტყუილში დადანაშაულება.