1736150559
ქართული შამპანურის 45% რუსეთში გადის - სად ვყიდით და ვყიდულობთ ცქრიალა ღვინოს
საქართველოდან ექსპორტირებული ქართული შამპანურის 45% რუსეთის ბაზარზე ხვდება. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან 3.054 მლნ დოლარის ღირებულების ცქრიალა ღვინო გავიდა, აქედან 1.369 მლნ დოლარის რუსეთში.
გარდა რუსეთისა, გასული წლის 11 თვეში ქართული ცქრიალა ღვინო გავიდა:
- უკრაინაში - 438.16 ათასი დოლარის
- ბელარუსში - 271.89 ათასი დოლარის
- პოლონეთში - 173.71 ათასი დოლარის
- თურქეთში - 172.50 ათასი დოლარის
- ლატვიაში - 104.37 ათასი დოლარის
- აშშ-ში - 100.49 ათასი დოლარის და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის იანვარ-ნოემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქართული ცქრიალა ღვინის ექსპორტი შემცირებულია. 2023 წლის 11 თვეში 4.344 მლნ დოლარის ღირებულების შამპანური გავიდა.
რაც შეეხება იმპორტს, მართალია მცირედით, თუმცა გაზრდილია. 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ 2.913 მლნ დოლარის ცქრიალა ღვინო იყიდა, 2023-ში კი 2.256 მლნ დოლარის.
2024 წელს მთავარი იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალი კი ასეთი იყო:
- საფრანგეთი - 1.425 მლნ დოლარი
- იტალია - 1.158 მლნ დოლარი
ამასთან, შარშან მცირე რაოდენობით ცქრიალა ღვინო შემოვიდა ესპანეთიდან, გერმანიიდან, ნიდერლანდებიდან, ლატვიიდან და ა.შ.
1735378680
1736153691
ჩინეთში, ეპიდემიის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - რა არის HMPV ვირუსი?ჩინეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მიზეზი ეპიდემიაა. ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის ვირუსები ვრცელდება, მათ შორის - ინფლუენზა, HMPV, მიკოპლაზმური პნევმონია და კოვიდ-19.ვირუსების სწრაფი გავრცელების გამო, პაციენტების სიჭარბეა საავადმყოფოებში, არიან გარდაცვლილებიც.რა არის HMPV?ადამიანის მეტაპნევმოვირუსი ანუ HMPV, არის რესპირატორული ვირუსი, რომელიც იწვევს გაციების და გრიპის მსგავს სიმპტომებს. მიუხედავად იმისა, რომ დაავადება ჩვეულებრივ მსუბუქად მიმდინარეობს, მას შეუძლია გამოიწვიოს მძიმე გართულებებიც, როგორიცაა პნევმონია, განსაკუთრებით ჩვილებში, ხანდაზმულებში და დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე პირებში.ვირუსი ახალი არ არის, ის პირველად გამოვლინდა 2001 წელს. HMPV ვრცელდება რესპირატორული წვეთებით ან დაბინძურებულ ზედაპირთან კონტაქტის გზით.
1735906073
ქართული შამპანურის 45% რუსეთში გადის - სად ვყიდით და ვყიდულობთ ცქრიალა ღვინოსსაქართველოდან ექსპორტირებული ქართული შამპანურის 45% რუსეთის ბაზარზე ხვდება. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან 3.054 მლნ დოლარის ღირებულების ცქრიალა ღვინო გავიდა, აქედან 1.369 მლნ დოლარის რუსეთში.გარდა რუსეთისა, გასული წლის 11 თვეში ქართული ცქრიალა ღვინო გავიდა: უკრაინაში - 438.16 ათასი დოლარის ბელარუსში - 271.89 ათასი დოლარის პოლონეთში - 173.71 ათასი დოლარის თურქეთში - 172.50 ათასი დოლარის ლატვიაში - 104.37 ათასი დოლარის აშშ-ში - 100.49 ათასი დოლარის და ა.შ. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის იანვარ-ნოემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქართული ცქრიალა ღვინის ექსპორტი შემცირებულია. 2023 წლის 11 თვეში 4.344 მლნ დოლარის ღირებულების შამპანური გავიდა.რაც შეეხება იმპორტს, მართალია მცირედით, თუმცა გაზრდილია. 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ 2.913 მლნ დოლარის ცქრიალა ღვინო იყიდა, 2023-ში კი 2.256 მლნ დოლარის.2024 წელს მთავარი იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალი კი ასეთი იყო: საფრანგეთი - 1.425 მლნ დოლარი იტალია - 1.158 მლნ დოლარი ამასთან, შარშან მცირე რაოდენობით ცქრიალა ღვინო შემოვიდა ესპანეთიდან, გერმანიიდან, ნიდერლანდებიდან, ლატვიიდან და ა.შ.
1735627578
რომელია 2024 წლის ყველაზე დიდი ბიზნესგარიგებები - Forbes-ის რეიტინგიწელს შერწყმა-შთანთქმის (Mergers and acquisitions-M&A) გლობალური აქტივობის საერთო დონე 3.5 ტრლნ დოლარს მიაღწევს, რაც, გასული წლის 3.2 მლრდ დოლართან შედარებით, ზომიერი, 15%-იანი ზრდაა.ამის შესახებ Dealogic-ის ბოლო ანგარიშში, Bain & Company-ში წერია, რასაც Forbes ავრცელებს.თუმცა ხანგრძლივი მაღალი საპროცენტო განაკვეთებისა და გამკაცრებული მარეგულირებელი გარემოს შედეგად M&A-ს წლევანდელი გარიგებების ჯამური ოდენობა კვლავ შორსაა 2021 წლის პიკური მაჩვენებლისგან, რამაც 6.1 ტლნ დოლარი შეადგინა.2024 წლის ყველაზე დიდი გარიგება მაისში, ExxonMobil-ის მიერ Pioneer Natural Resources-ის 64.5 მლრდ დოლარად შეძენა იყო, რამაც ტეხასის პერმის აუზში ნავთობისა და გაზის გიგანტის ყოფნა გააორმაგა.სიდიდით მეორე გარიგება Mars-ის მიერ 35.9 მლრდ დოლარად Kellanova-ს შეძენაა, რითაც სნეკების ბაზარზე გიგანტი შეიქმნა.მესამე უმსხვილესი გარიგება Capital One-ის მიერ 35.3 მლრდ დოლარად Discovery Financial-ის შესყიდვის შეთავაზებაა, რაც აშშ-ის სამომხმარებლო ბანკინგის ინდუსტრიას შეარყევს, თუმცა პოლიტიკურ ზეწოლას აწყდება და ჯერ არ დახურულა.2024 წელს გამოცხადებული ან დასრულებული 10 უმსხვილესი გარიგებიდან ორი კერძო საინვესტიციო კომპანიას უკავშირდება, ხოლო დანარჩენი რვა კორპორაციებს შორის გაფორმდა.აშშ-ის ანტიმონოპოლიურმა ორგანოებმა Albertson-ის მიერ 25 მლრდ დოლარად კომპანია Kroger-ის შთანთქმა დაბლოკეს, რაც წელს მეხუთე ყველაზე დიდი გარიგება იქნებოდა.2024 წელს დასრულებული ან ოფიციალურად გამოცხადებული M&A-ს 10 ყველაზე დიდი გარიგებაა: ExxonMobil-ის მიერ Pioneer Natural Resources - 64.5 მლრდ დოლარი Mars-ის მიერ Kellanova - 35.9 მილიარდი დოლარი Capital One-ის მიერ Discovery Financial - 35.3 მლრდ დოლარი Synopsys-ის მიერ Ansys - 35 მლრდ დოლარი Silver Lake-ის მიერ Endeavor - 25 მლრდ დოლარი Verizon-ის მიერ Frontier Communications - 19.6 მლრდ დოლარი Home Depot-ის მიერ SRS Distribution - 18.25 მლრდ დოლარი Novo Holdings-ის მიერ Catalent -16.5 მლრდ დოლარი Truist Financial Corp-ის მიერ Trust Insurance Holdings - 15.5 მლრდ დოლარი Hewlett Packard Enterprise-ის მიერ Juniper Networks - 14 მლრდ დოლარი არსებული პროგნოზით, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს ანტიმონოპოლიური კონტროლი შემსუბუქდება. ასევე, საპროცენტო განაკვეთების დამატებითმა შემცირებამ შესაძლოა, ახალ მსხვილ გარიგებებს ხელი შეუწყოს. ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე ჯერომ პაუელი აცხადებს, რომ ცენტრალური ბანკი 2025 წელს, სექტემბერში პროგნოზირებულ ოთხ შემცირებასთან შედარებით, საპროცენტო განაკვეთის მხოლოდ ორ შემცირებას გეგმავს. ამდენად, დაბალმა განაკვეთებმა, ანტიმონოპოლიურის სუსტმა კონტროლმა და ტრამპის მიერ გადასახადების 2017 წლის მსგავსი შემცირების მოსალოდნელმა განახლებამ 2025 წლისთვის გარიგებების ოდენობა შესაძლოა, 4 ტრლნ დოლარამდე გაზარდოს.2025 წელს M&A-ს დამკვირვებლები ისეთ ტრანზაქციებს მოელიან, როგორიც არის Alphabet-ის შეთავაზება CRM-პროვაიდერ HubSpot-ის ან კიბერუსაფრთხოების კომპანია Wiz-ის შეძენაზე, ასევე, ნახევარგამტარების მწარმოებელ Qualcomm-ის მიერ ჩიპების მწარმოებელ Intel-ის შესყიდვა და ლეიბების მიმწოდებელ Tempur Sealy-ის 4 მლრდ დოლარის შეჩერებული წინადადება კონკურენტ Mattress Firm-ის შესყიდვაზე. ამასთან, განხილვის პროცესშია კიდევ ერთი მეგაგარიგება, რომელიც 7-Eleven-ის მიერ 60 მლრდ დოლარად ოპერატორ Seven & i-ის შესყიდვას ეხება და რაც შესაძლოა, 2025 წლის რეიტინგის სათავეში მოხვდეს.bpn.ge
1735627432
ტრამპის ინაუგურაციაზე დასწრება ნახევარი მილიონიდან 2 მილიონ დოლარამდე ღირსაშშ-ს არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა 0,5 მლნ-დან 2 მლნ დოლარამდე უნდა გადაიხადონ, - აღნიშნულის შესახებ USA TODAY წერს.ტრამპის გუნდმა შემოიტანა დონორებისთვის შეღავათების სია. შეღავათები, რომლის შესახებაც პირველად New York Times-მა დაწერა, მოიცავს ექვს ბილეთს რვა სხვადასხვა ღონისძიებაზე 17 იანვრიდან 20 იანვრამდე.დონორები, რომლებიც გასცემენ $50,000-ს ან შეაგროვებენ $100,000-ს, იღებენ ორ ბილეთს ინაუგურაციის წინა შაბათს დაგეგმილ შეხვედრაზე და მიღებაზე, ასევე სასტუმროს ოთახებს და მიიწვევენ 20 იანვარს ფიცის დადების ცერემონიასა და აღლუმზე. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მხოლოდ ისინი, ვინც ან 1 მილიონ დოლარს გასცემენ, ან 2 მილიონ დოლარს შეაგროვებენ, მიიღებენ ორ ადგილს 18 იანვარს ვახშამზე არჩეულ ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსთან და მის მეუღლესთან, უშა ვენსთან.ინაუგურაციის ღონისძიებებზე დონორებისთვის ხელმისაწვდომობის მინიჭების პრაქტიკა უჩვეულო არ არის, რადგან ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასული ათწლეულის განმავლობაში საკუთარი ფიცის დადების ზეიმებზე დასწრებაც მსგავსი წესით გაყიდეს.
1735564847
აფხაზეთიდან მანდარინის ექსპორტი 11 ათასი ტონით გაიზარდაოქტომბერში ციტრუსის სეზონის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში 32,234 ტონა მანდარინი გავიდა, რაც შარშანდელ ანალოგიურ პერიოდზე 11 ათასი ტონით, ხოლო მთლიან 2023 წელთან შედარებით, 8 ათასი ტონით მეტია.ამის შესახებ TASS-ს აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ასიდა კვიცინიამ განუცხადა.შარშან იმავე პერიოდში სულ 20,531 ტონა, ხოლო მთლიან წელს 24,519 ტონა მანდარინი იქნა ექსპორტირებული.რუსეთის სამხრეთ საბაჟო სამმართველოს მონაცემებით, ამჟამად ციტრუსის ექსპორტის პიკია და აფხაზეთიდან რუსეთში დღეში ათას ტონამდე მანდარინი შედის, ხოლო საბაჟო კონტროლს, საშუალოდ, 200-ზე მეტი სატვირთო ავტომობილი გადის.კრასნოდარის მხარის საბაჟო სამსახურის პრესმდივან მარინა ჟუპანოვას ცნობით, აფხაზეთიდან “ტონობით სურნელოვანი ტვირთი” სოჭში, კრასნოდარში, დონის როსტოვში, მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგსა და სხვა ქალაქებში იგზავნება.“მანდარინის გარდა, რუსეთში ექსპორტირებულია 130 ტონა ფორთოხალი, 270 ტონა ლიმონი და 800 ტონა ფეიხოა.აფხაზეთის დე ფაქტო სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2024 წლის პროგნოზი 37 ათასი ტონა მანდარინის მოსავალს შეადგენს. როგორც წესი, თითქმის, მთელი მოსავალი რუსეთში გადის. ექსპორტი მარტამდე გრძელდება, პიკი კი დეკემბერში, წინასაახალწლო დღეებშია.ცნობისთვის: საბჭოთა პერიოდში აფხაზეთში 11 ათას ჰექტარზე 120 ათას ტონამდე ციტრუსი მოდიოდა, ამჟამად კი მხოლოდ 2,900 ჰექტრამდე ფართობი არის გაშენებული, საიდანაც საუკეთესო მოსავლიანობის წლებში, მაქსიმუმ, 50-52 ათასი ტონა მოსავალი მოდის.აღსანიშნავია, რომ რუსეთი მანდარინის იმპორტს, ასევე, თურქეთიდან, მაროკოდან, ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ეწევა, ხოლო აფხაზური მანდარინი მთლიანი ბაზრის მოცულობის 3-7%-ს შეადგენს, რაც წელიწადში 20-60 ათასი ტონაა.ზოგადად, რუსეთში საახალწლოდ მანდარინის მკვეთრ, ანუ 20-30%-ით გაძვირებას პროგნოზირებენ. მოსავლის შემცირების მიზეზებს შორის თურქეთში უამინდობას, ხოლო ესპანეთში წყალდიდობას, ასევე, მაროკოდან მანდარინის მიწოდების ლოგისტიკასა და გადახდებში სირთულეებს ასახელებენ. ნოემბერში მანდარინზე საშუალო საბითუმო ფასი კილოგრამზე 92 რუბლამდე (0.87 დოლარამდე) გაიზარდა, საახალწლოდ კი, დაახლოებით, 300 რუბლამდე (2,9 დოლარამდე) ზრდას მოელიან. საბითუმო ფასი მწარმოებლის მიხედვით განსხვავდება. მაგალითად, სამხრეთ აფრიკაში მიმწოდებლისგან შესყიდვა უკვე, დაახლოებით, 250 რუბლი (2,5 დოლარი) ღირს, ხოლო მყიდველს შესაძლოა, დაახლოებით, 400 რუბლი (4 დოლარამდე) დაუჯდეს.