ტრამპის ინაუგურაციაზე დასწრება ნახევარი მილიონიდან 2 მილიონ დოლარამდე ღირს

ტრამპი

აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა 0,5 მლნ-დან 2 მლნ დოლარამდე უნდა გადაიხადონ, - აღნიშნულის შესახებ USA TODAY  წერს.

ტრამპის გუნდმა შემოიტანა დონორებისთვის შეღავათების სია. შეღავათები, რომლის შესახებაც პირველად New York Times-მა დაწერა, მოიცავს ექვს ბილეთს რვა სხვადასხვა ღონისძიებაზე 17 იანვრიდან 20 იანვრამდე.

დონორები, რომლებიც გასცემენ $50,000-ს ან შეაგროვებენ $100,000-ს, იღებენ ორ ბილეთს ინაუგურაციის წინა შაბათს დაგეგმილ შეხვედრაზე და მიღებაზე, ასევე სასტუმროს ოთახებს და მიიწვევენ 20 იანვარს ფიცის დადების ცერემონიასა და აღლუმზე. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მხოლოდ ისინი, ვინც ან 1 მილიონ დოლარს გასცემენ, ან 2 მილიონ დოლარს შეაგროვებენ, მიიღებენ ორ ადგილს 18 იანვარს ვახშამზე არჩეულ ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსთან და მის მეუღლესთან, უშა ვენსთან.

ინაუგურაციის ღონისძიებებზე დონორებისთვის ხელმისაწვდომობის მინიჭების პრაქტიკა უჩვეულო არ არის, რადგან ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასული ათწლეულის განმავლობაში საკუთარი ფიცის დადების ზეიმებზე დასწრებაც მსგავსი წესით გაყიდეს.