როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

ამინდი

21 ოქტომბერს ქუთაისში უნალექო ამინდი იქნება, დღისით +20 და ღამით +9 გრადუსია მოსალოდნელი.

მზიანი დღეა ოზურგეთშიც, დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9. ბათუმშიც უნალექო დღეს ვარაუდობენ, დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღეა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +19, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიან დღეს ელოდებიან სოხუმში. +17 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში წვიმაა ნავარაუდევი, დღისით +8 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში წვიმიანი ამინდია, ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი ამინდია ჭიათურაში, დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება.

ბორჯომშიც ნალექიანი დღეა, +16 იქნება დღისით, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, დღისით +10 გრადუსია იქნება, ღამით -4 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექს ელოდებიან გორში, დღისით +18 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ხანმოკლე წვიმა იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც წვიმა იქნება, დღის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. ომალოშიც წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +10, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში წვიმიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში, +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი.

წვიმიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.

ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი რუსთავში, სადაც, დღისით +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსი იქნება.