საბურთალოს მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება - ქუჩები

ელექტრო ნათება

თბილისში, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო საბურთალოს ზოგიერთ ქუჩაზე ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. თელასი ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს:

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), უგრეხელიძის, ლორთქიფანიძის, თამარაშვილის, უნივერსიტეტის, ქავთარაძის, დელისის, ასათიანის, ნუცუბიძის და ზალდასტანიშვილების ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.