ბრაზილიელმა ბიზნესმენმა ნეიმარს მილიარდი დოლარი უანდერძა

მსოფლიო 1757140920
ნეიმარი

საფეხბურთო გამოცემა Goal.com-ის ინფორმაციით 31 წლის უცნობმა ბრაზილიელმა ბიზნესმენმა გადაწყვიტა, რომ ქონება ბრაზილიის ნაკრების ლიდერ ნეიმარს დაუტოვოს. საუბარია 1 მილიარდი დოლარის ოდენობის აქტივებზე.

გამოცემის ცნობით, ბიზნესმენმა, რომლის ვინაობა არ სახელდება, ანდერძი 2023 წელს, ნოტარიუსის ბიუროში შეადგინა. უცნობმა მილიარდერმა თავისი გადაწყვეტილება ასე ახსნა:
“მომწონს ნეიმარი და მე მას ბევრ რამეში ვგავარ. ის არ არის ეგოისტი, რაც ჩვენს დროში იშვიათია. ასევე მისი დამოკიდებულება მამასთან, მახსენებს მამაჩემთან ურთიერთობას, რომელიც გარდაცვლილია“.

თავის მხრივ, ნეიმარის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი ცნობა არ მიუღიათ. განცხადება არც ფეხბურთელს არ გაუკეთებია. როგორც მედიაში წერენ, ამჟამად ანდერძი ბრაზილიის სასამართლოში განიხილება მისი კანონიერების დასადასტურებლად და ფეხბურთელის მემკვიდრედ ოფიციალურად აღიარების მიზნით.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარის ქონება $300 მილიონადაა შეფასებული, ხოლო ამჟამად მისი თვიური შემოსავალი ბრაზილიურ კლუბ “სანტოსში” $750 ათასს შეადგენს.