სასტუმროები, რესტორნები და საკალათბურთო კლუბი - რა ქონებას ფლობდა მილიარდერი ჯორჯო არმანი

მსოფლიო 1757149200
ჯორჯო არმანი

ლეგენდარული იტალიელი დიზაინერი, ჯორჯო არმანი, 4 სექტემბერს, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი იტალიის ერთ-ერთი მილიარდერთაგანი და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი დიზაინერი გახლდათ.

Bloomberg-ის მონაცემებით, გარდაცვალების დღეს - 4 სექტემბერს, მისი ჯამური კაპიტალი 9.43 მლრდ აშშ დოლარად ფასდებოდა.

გარდა ამისა, არმანი ფლობდა მსოფლიოს მასშტაბით 20-ზე მეტ რესტორანს, ორ მდიდრულ სასტუმროს დუბაისა და მილანში და საკუთარ საკალათბურთო კლუბს სახელად - „ოლიმპია მილანო“.

იმავე Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის მიხედვით, გარდაცვალების მომენტში, ჯორჯო არმანი იტალიის მე-6 ყველაზე მდიდარი ადამიანი გახლდათ.

ჯორჯო არმანიმ ბიზნესსაქმიანობა 1975 წელს დაიწყო, როცა საკუთარი ბრენდი დააარსა და თავდაპირველად მხოლოდ მოდის სფეროში ოპერირებდა, თუმცა, მოგვიანებით ბიზნესი მუსიკალური, სპორტული და სასტუმროების მიმართულებითაც გააფართოვა.

ამჟამინდელ ფუფუნების ინდუსტრიაში Armani ერთ-ერთი ის იშვიათი კომპანიაა, რომელსაც ერთადერთი აქციონერი ჰყავდა. ამ ეტაპზე, მემკვიდრეებზე კონკრეტული ინფორმაცია არ ვრცელდება.

Armani Group-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლეგენდარული დიზაინერის პანაშვიდები 6 და 7 სექტემბერს, მილანის თეატრში, შედგება, რის შემდეგაც, მისივე სურვილის შესაბამისად, პრივატულ ვითარებაში დაკრძალავენ.