საქართველოს აეროპორტებიდან სამგზავრო რეისები 16%-ით გაიზარდა

თვითმფრინავი

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველოს აეროპორტები 2.46 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც წლიურად 20.6%-იან ზრდას აჩვენებს.

საქსტატის მონაცემებით, აეროპორტებმა ჯამში მიიღო 1.21 მილიონი მგზავრი (21.2%-ით მეტი), ხოლო გაემგზავრა 1.24 მილიონი მგზავრი (20.1%-ით მეტი).

„მე-3 კვარტალში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 93.7% რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა. აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 9.4 ათასი შეადგინა, რაც 15.8%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს“, - აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.

რაც შეეხება ტვირთებს, საჰაერო ტრანსპორტით საანგარიშო პერიოდში გადატანილია 69.6 ათასი ტონა ტვირთი. აღსანიშნავია ისიც, რომ წლიურად გაიზარდა როგორც გადატანილი ტვირთის (2.5-ჯერ), ისე ტვირთბრუნვის (3-ჯერ) მოცულობა.

„საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 6.3 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 88% მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 12% - გაგზავნილი.

2024 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 0.5 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 89.4%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს“, - ვკითხულობთ ანგარიშში.